SANAKOEV -ის თხოვნით ვდებ:
OliverMess
QUOTE
თავის დროზე ინტერნეტში იყო ეგ ინფორმაცია დადებული და ეხლა აღებულია. არ მოიპოვება. და იმ დროინდელი პარლამენტის გადაწყვეტილებების ოქმებთან მე ხელი არ მიმიწვდება. უაზრობა ეგაა მაგას რო მთხოვ. მიშამ და მისმა პარლამენტმა ახალგორი რომ დაუქვემდებარა ცხინვალს ეგ კარგად მახსოვს და იწერებოდა კიდევაც მაგაზე. და გორის რეგიონში შემავალ სოფლებზეც.
ყველაფერი ხელმისაწვდომია.
2007 წლის 08 მაისს, პარლამენტის დადგენილებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა - დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/44410?publication=0დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მოიცავდა 1) ახალგორის, 2) ერედვის, 3) თიღვის, 4) ქურთის და 5) ჯავის მუნიციპალიტეტებს და 6) ქალაქ ცხინვალს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არც ერთი სოფელი, რომელიც არ შედიოდა ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, არ მიერთებია დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს.
საბჭოთა პერიოდში ოლქის ტერიტორია მოიცავდა ლენინგორის (ახალგორი), ზნაურის, ცხინვალის და ჯავის რაიონებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
QUOTE
ეხლა კი ინტერნეტში მარტო ახალგორი დევს მაგრამ ის აღარ წერია ცხინვალის ადმ. დაქვემდებარებაში მიშამ რომ შეიყვანა, ეგ 136 სოფელია და დანარჩენიც გორის რეგიონიდან.
ცხინვალს დაუქვემდებარა რას ნიშნავს? კოკოითს გადასცა?
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოს ქვემდებარე ადმინისტრაცია, რომელიც განთავსებული იყო სოფელ ქურთაში.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა დიმიტრი სანაკოევი.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/100630?publication=1https://matsne.gov.ge/ka/document/view/100636?publication=0დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არ წარმოადგენდა ავტონომიურ წარმონაქმნს, როგორც ამას ბევრი წარმოაჩენს და ავტონომიის აღდგენას უწოდებს. მისი სტატუსი არ იყო განსაზღვრული კონსტიტუციური კანონით, როგორც ეს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების შემთხვევაშია. არ იყო გამიჯნული უფლებამოსიელება ცენტრსა და რეგიონს შორის. ტერიტორიული ერთეულის შექმნა და ადმინისტრაციის ფორმირება მოხდა რანგობრივად ბევრად დაბლა მდგომი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, შესაბამისი დაბალი რანგის ტერიტორიული წარმონაქმნის სტატუსით.
2007 წელს შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი კომისია.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/7462?publication=2QUOTE
ტყუილად კი არ მოვიდნენ რუსები გორამდე. სარკოზი არ ყოფილიყო, თბილისიკენ ქონდათ გეზი.
ამ აზრის ტირაჟირება არის ჩვეულებრივი მავნებლობა.
თქვენ ამტკიცებთ სრულ აბსურდს, რომ საქართველომ შექმნა ოკუპაციის სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისისკენ რა უნდოდათ, ეგეც ცხინვალს დაუქვემდებარა მიშამ?
რეალურად, 1922 წლის 22 აპრილის დეკრეტი იყო გორამდე მოსვლის მიზეზი.
ოს-რუსებისთვის ეს დოკუმენტია ოკუპაციის ,,სამართლებრივი საფუძველი".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
QUOTE
"ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) სრულად მოექცა საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული - ქართულ- ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან, ქართველები ძირითადად არიან გამოძევებულნი."
https://idfi.ge/ge/changed-borders-of-georg...fter-occupationმაგ სტატიაში ისიც წერია, თუ რომელი რუკით სარგებლობს საოკუპაციო რეჟიმი და წაიკითხე კარგად.
მამისონის უღელტეხილიც ოლქის შემადგენლობაში შედიოდა სხვათაშორის.
თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთი სარგებლობს, ოლქის სხვადასხვა დროის რუკების ჰიბრიდული ვარიანტით და უკიდურეს წერტილებს იკავებს რეგიონის სიღრმეში.
https://www.timer.ge/thina-khidasheli-serge...nistroshi-aris/QUOTE
ისე, ამასაც რო გაეცნო მეტი გეცოდინება ამხანაგო სანაკოევ
ვითომ მხოლოდ დასახელებაშია საქმე?
ჯობია იმაზე წერო რაც შედარებით უკეთესად იცი და მავნებლური აზრების ტირაჟირებას შეეშვა.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.