დღევანდელ შეტევას რაც შეეხება
საჰაერო თავდაცვამ საერთო ჯამში შეძლო 80%-ზე მეტი რაკეტის გადაჭერა, თუმცა რაც გაიპარა, მაინც დიდი ზიანია
დაიბომბა 3 თბო-ელექტროსადგური
ასევე 10-ზე მეტი ელექტრო ობიექტი, კიევში 80%-ზე მეტს წყალი არ მიეწოდება
ათეულობით ქალაქში დენი ჩაქრა ან გრაფიკით არის
რუსეთს ახალი ტაქტიკა აქვს
დაახლოებით 10 დღე აგროვებს მარაგებს და შემდეგ 50 ერთეულ რაკეტას ისვრის ერთდროულად
შახიდების შეგროვება მიდის სავარაუდოდ და შემდეგი მასიური ტალღა, შახიდების იქნება
ანუ რუსეთის მიზანია უკრაინის ჰსთ-ს და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის სისტემატიური გამოფიტვა
საბოლოო ჯამში კი ჩემი აზრით
სადღაც თებერვლისთვის ან გაზაფხულის დასაწყისში რუსეთი საბოლოო კუდის მოქნევას შეეცდება
იანვრისთვის მიიღებს ასეულობით ირანულ რაკეტასაც, ასევე 2 000-ზე მეტ კამიკაძე დრონს
ოპერაციის დაწყების წინ ასეულობით დრონს და რაკეტას გაუშვებენ ერთროულად, დიდი საცეცხლე ძალით და დიდი რაოდენობა მობიკების შეყრით, შეეცდებიან ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე გარღვევას
მთავარია ეხლა დასავლეთის სწრაფი დახმარება ჰსთ ნაწილში, რომ რუსენმა ვერ შეძლონ მისი გამოფიტვა
რადგან, თუკი რუსულ ავიაციას და მოიერიშე (ბაირაქტარისებრ) ირანულ დრონებს(მოჰაჯერებს) გზა გაეხსნათ, ეს ფრონტზე ძალიან ცუდად აისახება
მოკლედ, ეს სარაკეტო და დრონებით შეტევა ჯერ მოთელვაა, ჩემი აზრით რუსეთი გენერალურ დარტყმას უახლოეს 2-3 თვეში ამზადებს
იქამდე ცდილობს საფუძვლის შექმნას(ჰსთ და სტრატეგიული ობიექტების მოშლა)
გენერალური დარტყმა კი ან სამხრეთით(ზაპაროჟიე-დნეპრი) ან ჩრდილოეთი(პოლონეთის საზღვარი ან კიევი) უნდა იყოს წესით
რუსული გეგმა ნათელია
ეხლა მთავარია დასავლეთის სწრაფი კონტრზომები
და ხუილოს ბოლო კუდის მოქნევაც განწირულია
This post has been edited by DIDGORI-GEO on 31 Oct 2022, 18:40