ხოდა ეგ სიუჟეტები და კადრები არის პიარული, მასაზე გათვლილი. რეალურად ბულშიტია
არანაირი სახლების წმენდები და ხელჩართული ბრძოლებით(ბრუსლის ილეთებით

) უკრაკრაინის მოიერიშე ნაწილები არ კავდებიან
პირდაპირი საცეცხლე შეტაკებაც კი მინიმალურია ამ ომში
არ არის ეს ომი თალიბანთან ან ალ-ქაედასთან ბრძოლა
მოწინააღმდეგე არის რუსეთის არმია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია რიცხოვნობით და დიდი საცეცხლე ძალა აქვს
ანუ კონვენციურ ომში მომზადება ერთია და ერაყში ან ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ სხვა(სადაც მათ შორის შედის სახლების წმენდა, ჩეკპოინტების მოწყობა, გზების კონტროლი და ა,შ)
სულ სხვადასხვა ტიპის ომია ეხლა უკრაინაში და რაც ავღანეთში იყო მაგალითად
ასე, რომ ნუ ადრი იმ მისიის ამოცანებს, ამას რაც ეხლა უკრაინაში ხდება ან რა სამხედრო ამოცანაც უკრაინას აქვს
სადესანტო-მოიერიშე ან მითუმეტეს ელიტარულ ნაწილებს(სპეციალური ოპერაციების ძალები), იცი რა დონის და ეტაპებად გაწერილი წვრთნები უტარდებათ?
ჯერ მარტო ფსიქოლოგიურ შემზადებას უნდა რამდენიმე კვირა, შემდეგ თეორიული და ბოლოს პრაქტიკული(პროცესში კი ბევრი იცხრილება, ეტაპების ვერ გავლის გამო)
6 კვირაში სამოქალაქო პირი, როგორ უნდა დააყენო ელიტარულ მებრძოლად? ამას ვინც იტყვის(არ აქვს არესტო იქნება ეგ თუ ნებისმიერი პირი) არის ბულშიტი და მასაზე გათვლილი პიარული სიტყვები
ვინც პროცესი იცის, ეს დამიჯერე ძალიან სასაცილოდ ჟღერს
რემბოობა კი პირობითი რამეა
არაფერ შუაშია ეგ დღევანდელ რეალობასთან და არსებულ ვითარებასთან
ჰოლივუდის კინოები და კომპიუტერული თამაშები კი ბევრად განსხვავდება საბრძოლო მოქმედების რეალობისაგან
This post has been edited by DIDGORI-GEO on 3 Nov 2022, 19:44