ბოლო 15 დღის შეჯამება
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის არცერთი მხარე არ ეწევა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ანუ ფრონტის ხაზი ძირითადად სტატიკურ მდგომარეობაშია და მიდის ლოკალური მაშტაბის შეტაკებები. რუსულ მხარეს უკვე თვეებია აღარ აქვს ხელმოსაჭიდი წინსვლა, უკრაინელები კი ჯერ-ჯერობით ახდენენ კვლავ გადაჯგუფებას, ძალების შევაებას და მომავალი მაშტაბური შეტევითი თუ თავდაცვითი ოპერაციებისათვის მზადებას. რუსეთი კი ჩემი აზრით ემზადება უახლოეს 2-3 თვეში კიდევ ერთი მაშტაბური შეტევისათვის, რისთვისაც აგროვებს ირანულ დრონებს და რაკეტებს, ასევე მობიკებს. სავარაუდოდ თებერვლისათვის რუსეთი მზად იქნება მასიური საცეცხლე ძალის გამოყენებით(სარაკეტო და დრონებით დარტყმა) დიდი რაოდენობა მობიკების ერთ მიმართულებაზე შესევით, შეეცადოს გარღვევას (ჩემი ვარაუდით ან სამხრეთი ან ჩრდილოეთი(კიევი ან პოლონეთის საზღვარი) უნდა იყოს. ასევე, ხუილოს მიზანია ზამთრისთვის უკრაინელების გაყინვა და ამით გატეხვა ერის. თუმცა არ მგონია წარმატებას მიაღწიოს რამე მიმართულებაზე და ჩემი აზრით ეგ იქნება ხუილოს ბოლო გაფართხალება.
ეხლა კი რაც შეეხება კონკრეტულად ფრონტის მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას:
1. ჩრდილოეთ ლუგანსკი - ამ მიმართულებაზე ინიციატივა მთლიანად უკრაინელების ხელშია. დაწოლა ხდება ძირითადად 2 მიმართულებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სვაატოვაზე და კრემინას ტრასის გადასაჭრელად (კრემინა-სვატოვეს შორის). ორივე მიმართულებაზე გვაქვს ნელი თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა, უკრაინელებმა მეთოდურად შეძლეს და მოშალეს რუსების პირველადი თავდაცვითი ხაზი, ქალაქ სვატოვამდე რამდენიმე კილომეტრიღა აშორებთ, ასევე ტრასა მთლიანად ექვემდებარება საცეცხლე კონტროლს და რუსებისთვის ფაქტიურად გამოუსადეგარია. რუსების თავდაცვა სრულ ჩამოშლამდე წკიპზეა, ერთი მძლავრი მიწოლა და დიდი ალბათობით როგორც სვატოვეს ასევე მთლიანად ამ მიმართულების თავდაცვაც ჩამოიშლება. ხლოპცების მთავარი სამიზნე ყველა ლოგიკით სტარობისკია, რომლის აღების შემთხვევაშიც ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქის თავდაცვა რუსებისათვის სრულად ჩამოიშლება. მოკლედ სიტუაცია უდაოდ ამ მიმართულებაზე არის ჩვენს სასიკეთოთ და ველით ახალ და კარგ სიახლეებს

2. ბახმუტი - ავდეევკა - პისკი - მარინკა - უგლედარის მიმართულება
ამ მიმართულებაზე რუსები ფაფხურობენ, მარა უდიდესი დანაკარგების მიუხედავად უკვე 3 თვეზე მეტია შედეგს ვერ დებენ. უკრაინის გენშტაბმა ბახმუტში ყველაზე ბრძოლისუნარიანი 93-ე მექანიზირებული ბრიგადა გადაისროლა, რის შემდეგაც ამ მიმართულებაზე რუსებს ძალინ მძიმე დანაკარგები აქვთ, ისინი არათუ წინ ვეღარ მიიწევენ, არამედ უკრაინელებმა შეძლეს და ლოკალური კონტრშეტევით ქალაქის მისადგომებთან პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. რუსებმა კვლავ ცოცხალი ძალის შეყრით ეცადნენ ავდეევკას სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიმეტრზე გარღვებას, თუმცა მაგრად მოხვდათ. შეეცადნენ დონეცკის აეროპორტის ჩრდილოეთით ოპიტნე-ვოდიანეს მიმართ გარღვევა, თუმცა უკრაინელებმა აქაც შეძლეს შეტევის მოგერიება. რუსები შეეცადნენ უგლედარის მიმართულებით შეტევას, პირველადი გარღვევის მიუხედავად(პავლივკას ნაწილი აიღეს), უკრაკნელებმა მაშინვე დამატებითი ძალები გადაისროლეს, სრულად მოიგერიეს შეტევა და აღადგინეს პოზიციები.
ესეიგი საუბარია 4-5 სოფლის მიმართ ფაფხურზე(მთელი ლუგანსკი-დონეცკის ფრონტის 200 კმ მანძილზე) და აქაც კი ყველგან ჩაისვარეს. ლიკვიდირებულია ასეულობით რუსი, განადგურებულია ათეულობით ჯავშანტექნიკა, მოკლედ მიუხედავად შეტევების მცდელობისა, საბოლოო ჯამში შედეგი 0 და დიდი რაოდენობით დანაკარგები რუსების მხარეს.
პავლოვკაში რუსების კრახი(უგლედარის მიმართულება)

ოპიტნე-ვოდიანეში არსებული ვითარება(პისკის მიმართულება)

3. ხერსონის მიმართულება
აქ სიტუაცია მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის. რუსული ნაწილენი არიან დიდ ტომარაში მოთავსებული, ხუილოს ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი(გამოსვლა თუ ბოლომდე დარჩენა) იქნება წამგებიანი. უკრაინას საერთოდ არ ეჩქარება ეხლა მისი შესკდომით აღება, რაც მთავარია რუსული დიდი დაჯგუფება ბლოკირებულია. ხუილო თუ ბოლომდე ბრძოლას გადაწყვეტს, რუსული ელიტური ნაწილების წმენდა მოხდება, ხოლო თუ გავა(ეს პოლიტიკურ მარცხად) აღიქმება. მოკლედ ხერსონი ხუილოსათვის არის წაგებული სვლა. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს, სიტუაცია არის სტატიკური. არ მიდის აქტიური ქმედევები ამ ეტაპზე, არის ლოკალური სახის შეტაკებები.
ხერსონის რუკ(ზოგადი მდგომარეობა) ყველამ იცით და აღარ დავდებ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 6 Nov 2022, 19:12