რატო ცდილობ ჯიუტად მიყვე პირველ ჩვენებას და არ გაიგო ელემენტარული რამეები?
ირანულ კამიკაძე დრონს აქვს 2 რეჟიმი
პირდაპირ დაპროგრამებული სამიზნეზე (სტრატეგიულ სიღმეებზე სამუშაოდ)
და მართვადი რეჟიმი(ოპერატიულ დონეზე სამუშაოდ)
შახიდს, რუსები იყენებენ სტრატეგიულ სიღრმეებზე( სტრატეგიული ობიექტების წინააღნდეგ და ჰსთ-ს გამოსაფიტად) ანუ პრაქტიკულად ფრთოსანი რაკეტის ფუნქციით,
რადგან ეხლა რუსების ნომერ პირველი დასახული ამოცანა არის უკრაინის გათიშვა ზამთრისთვის და ჰსთ-ს გამოფიტვა
ოპერატიულ დონეზე კი რუსები იყენებენ ანუ ფრონტის ხაზზე(მათ შორის მოძრავ სამიზნეებზე) ლანცეტებს (რომელიც ვერ მიდის სტრატეგიულ სიღრმეებში, მუხტიც დაბალი აქვს)
მართვად(პლანირებად) ბომბებს კი უშვებს არა კამიკაძე დრონი, არამედ მოიერიშე(დამრტყმელი) ანუ მარტივ ენაზე ბაირაქტარის კლასის და მას ჯერ საერთოდ არ იყენებენ რუსები(ირანულ მოჰაჯერებს და 129-ებს), რადგან ჯერ ელოდენიან ჰსთ-ს ჩახშობას/გამოფიტვას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაონ და მინიმალური დანაკარგები ჰქონდეთ
და თუ ჰსთ გამოფიტეს, პილოტირებად ავიაციასაც ჩართავენ საქმეში
დავიჯერო რთულია ამ ყოველივის გაგება?
ამაზე მარტივად ვერ ავხსნი მათ ფუნქციებს სამხედრო ენაზე(თან რო გასაგები იყოს მარტივად)
პ.ს "ბევრი" რას წერს არ მაინტერესებს
რადგან ეგ "ბევრი", ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იძახდა, რუსეთს რაში ჭირდება ირანის დახმარებაო და დეზაა იარაღის მიწოდებაო
მერე, რომ დადასტურდა. არა კი მიაწვდის, მარა ნაგავი იქნება და ალბათ ვერც იფრენს "ჩუსტალიოტებიო"
რო აღმოჩნდა რომ დაფრინავენ, მერე ეს გავლენას ვერ იქონიებსო
რო აღმოჩნდა, რომ დიდი თავისტკივილია, ეხლა 2 კვირაში მოგვარდებაო
და ა,შ
ასე, რომ მე ვიყავი პირველი ვინც ირანის მიერ რუსეთისათვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე დავწერე (99% არ ეჯერა)
და მე ვიძახდი, რომ დიდი თავის ტკივილი იქნება თქო
დანარჩენი კი ჩანს, ვინ იყო მართალი და ვინ არა

პ.ს დარწმუნებული ვარ, ეს შახიდი ამერიკული რომ იყოს ან ბრიტანული, სასწაულ ქებაში იქნებოდა ზოგი, მარა რახან ირანულია ხიხიაა
და რახან ირანული ვიძახოთ ეხლა "ჩუსტალიოტია", ამ ვითომ ქილიკით პრობლემა გვარდება?
ეს არასწორი მიდგომაა, უბრალოდ არასერიოზულია
თორე რაც გინდა ის იძახეთ
მტერი უნდა შეფასდეს სათანადოდ, მათ შორის მისი ძლიერი მხარეებიც
ესაა ჩემი მიდგომა
და არ მაინტერესებს ამის გამო, ვინ დამიძახებს "აიათოლას აგენტს, კიმის მომხრეს ან რუს ტროლს"
ასეთ სისულელეებზე უბრალოდ არ ვრეაგირებ
და მუდამ დავწერ სიმართლეს
თუნდაც ირანის, რუსეთის ან ჩრ კორეის შეიარაღებაზე და მათ ძლიერ მხარეებზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 7 Nov 2022, 04:58