ახლა, ნიკა მელია რომ ნაცმოს თავმჯდომარეობას ვერ ქაჩავს და უნდა გადადგეს, ეს ორჯერ ორია, მაგრამ გუშინ რაც თქვა უნდობლობაზე, ამაში მელია მართალია.
ჯერ იყო და 2016-ში ნაცმოს ხმებით პარლამენტში მოხვედრილი 27 თუ 28 დეპუტატიდან 20, ბოკერიას თამადობით უცებ რომ გაევროსაქდა (რიცხვები ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება 1-2 მანდატში ვცდებოდე), ამაზე მეტი ღალატი რა უნდა იყოს? 2020-ის არჩევნების შედეგებში კი გამოჩნდა, რეალურად რასაც წარმოადგენენ და რა მხარდაჭერაც აქვთ ევროსაქებს.
2020-ში ნაცების სიით გასული სალომე სამადაშვილი რომ თავქუდმოქლეჯილი შევარდა პარლამენტში და ახლა ლელოს სახელით დიდ გულზე რომ არის და იმოძღვრება, ან ის რესპუბლიკელი ქალი (გვარი არ მახსოვს) ახლა ჭიჭე ვაშაძესთან რომ არის, ან ის სამარცხვინო ულვაშა ვაშაძე. ამიტომ სულაც არ მიკვირს ის უნდობლობა, რაც გუშინ გამოხატა მელიამ.
და კიდევ, გუშინ ხისთავიანად რომ აწვებოდა კვესიტაძე - თავიდან თუ არ შეხვედით პარლამენტში, მერე რაღას შედიოდითო

თავიდან აზრი ჰქონდა ბოიკოტს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში დაეტოვებინათ ქოცები (ნუ ახლა, ელისაშვილის შესვლას ბევრი არაფერი შეუცვლია), მაგრამ იმის მერე რაც პარლამენტარის სავარძელს დახარბებული მოღალატეთა მთელი ჯოგი შელაგდა პარლამენტში, ნაცები პროტესტსა და გარეთ დარჩენას რაღა აზრი ჰქონდა? - ოპოზიციას მთავარი კოზირი დაკარგული ჰქონდა, პარლამენტი უკვე მრავალპარტიული იყო!
This post has been edited by andamat3 on 2 Nov 2022, 12:42