| #59797159 · 9 Nov 2022, 13:47  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  მოკლედ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში შემდეგი შესწორებები მიიღო:1. პირველად ახსენა სახელმწიფოს მიტაცება;
 2. ახსენა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სტაგნაცია; სასამართლო რეფორმების შეჩერება და რიგ შემთხვევებში რეგრესიც კი;
 3. სახელობით დაასახელა ბიძინა ივანიშვილი, როგორც პირველ რიგში ზღვარდასადები კერძო გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სოციუმზე;
 4. განიხილა მედიის წარმომადგენლების მიმართ უდიერი მოპრყრობა, ძალადობა, პოლიტიკური დევნა. ითხოვა გვარამიას საქმის გადახედვა;
 5. ჩამოთვალა ყველანაირი საარჩევნო დარღვევა, ჯერაც არდაწეული საარჩევნო ბარიერი;
 6. მოითხოვა სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი საზღვარგარეთ სამკურნალოდ;
 7. შეეხო "საქართველოს ლიდერების" ანტიდასავლურ და ომის პროპაგანდას;
 8. მოიწონა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის მიმართ და მოუწოდა მთავრობას, უზრუნველყოს, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების სარბიელი.
 
 --------------------
 
 нехуй шастать ! |