Amiran Salukvadze
1 ч. ·
გუშინ კიდევ ერთი სიცრუე აუგორეს ბიძინა ივანიშვილს, თითქოს ხოხბების მომრავლებისთვის საკუთარ მეურნეობას აკეთებს და მიწები მიიღობა.
მართლა საცოდავები ხართ, ოღონდ მავნებლები.
ჯერ ერთი, მასეც რომ იყოს და თავისთვის აშენებდეს, საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს ხოხბის და მწყერის მეურნეობები. ბიძინას არ აქვს უფლება? "დასერჩეთ", ხომ გყავთ სპეციალისტი, ლექციას რომ გვიკითხავდა და ნახავთ რამდენი მეურნეობაა. ოღონდ ისინი გასაყიდად ამრავლებენ, ივანიშვილი ბუნებაში გასაშვებად.
მეორე. შარშან, როცა ეს პროექტი დაიწყო, ტვ იმედმა, პოსტვ-მ და სხვა მედია საშუალებებმა, დიდი სიუჟეტები მიუძღვნეს თუ რა კეთდება სინამდვილეში. ესეც რომ "დაესერჩა" თქვენს "გუგლისტს", ამ უაზრო სიუჟეტს არ გააკეთებდით. თუმცა, თქვენ 2-3 კაცს თუ მოატყუებთ, იმ დღეს კარგად გძინავთ.
რა კეთდება სინამდვილეში?
ბიძინა ივანიშვილმა შარშან გადაწყვიტა წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული ფრინველების მოშენება. კერძოდ, ხოხობს, გნოლს, კაკაბს და მწყერს მოაშენებენ, შემდეგ კი ველურ ბუნებაში გაუშვებენ.
ამისათვის "აგროქართუს" პროექტით სოფელ ჭორვილასთან ფრინველების ფერმა შენდება (შესაძლოა უკვე აშენდა).
სხვათაშორის, ფეისბუკში ამ სიუჟეტებს ბევრი ნეგატიური კომენტარიც ახლდა, რა თქმა უნდა სააკაშვილის ფან-კლუბის წევრების მხრიდან: "რა დროს ხოხობია, ხალხი მშიერია", "ხალხი გარბის, ეს ხოხბებს აშენებს", "ალბათ ხოხობი უნდა ჭამოს" და ა.შ.
ამათ უწიგნურობაზე საუბარი არც ღირს. წარმოდგენა არ აქვთ რამდენად მნიშვნელივანია ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე ზრუნვა. სკოლაში ზოოლოგია, ბიოლოგია, ბოტანიკა არ უსწავლიათ.
მიკვირს ამდენი ნეგატივის ფონზე ამოდენა პროექტებს რომ ახორციელებს.
2006 წლიდან დაიწყო მასობრივად ჩვენი მოსახლეობის გადინება თურქეთში. სად იყავით მაშინ, რატომ ხმას არ იღებდით, ათას ხუშტურებზე რომ ფლანგავდნენ ფულს? მხოლოდ სამ შენობაზე (რეზიდწნცია, იუსტიციის სახლი და ქუთაისის პარლამენტი) სააკაშვილმა, მოკრძალებული ანგარიშით, მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. არ მოიცდიდა ეს შენიბები? ან ის თუ იცით რეალურად რა დაჯდა?
ანუ, ბიუჯეტის ფლანგვა-ყვლეფაზე არ გქონდათ რეაქცია და საკუთარი ფულით რას გააკეთებს, კრიჭაში უნდა ედგეთ?.
დავუბრუნდეთ ფერმას. ფრინველების მოშენების გარდა, რაშიც კომერცია არ დევს და სუფთა ქველმოქმედებაა, რადგან ფრინველებს ტყეში გაუშვებენ, როცა შეაჩვევენ გარემოს, 50 ჯიშის ხეს მოაშენებენ, რაც ცალკე სარგებელია.
ამასთან ერთად, ფრინველების ფერმაში ივანიშვილი 60 ადამიანს ასაქმებს, შესაბამისად 60 ოჯახში შედის სიკეთე. ესეც პირდაპირი ქველმოეშებაა, ოღონდ ანაზღაურებას კონკრეტული საქმიანობისთვის მიიღებენ, რომელ საქმიანობასაც, ვიმეორებ, დამსაქმებლისთვის შემოსავალი არ მოაქვს.
ვინც აკრიტიკებთ, ერთ ადამიანს მაინც დაეხმარეთ, ოთხნულიან ხელფასებს რომ იღებთ სიცრუეების ტირაჟირებისთვის?! მავნებლობის გარდა არაფერს აკეთებთ, ქველმოქმედებას მაინც ნუ შეეხებით?!
მესმის თქვენი დამკვეთების, დიდი წყენა აქვთ ბიძინასგან მიღებული, ქვეყნის ხაზინის ყვლეფას და ბიზნესის დატერორებას მოწყვიტა წინა ხელისუფლების "ბოსები".
P.S. შაეშანდელ სიუჟეტს მოგვიანებით დავდებ.