დატოვა საქართველო და ბოდიშს იხდის ვაპატიოთ?
https://fb.watch/gK29nw607M/ * * *
მიმართვა ქართველ ჟურნალისტებს
А что случилось? - "Россиянин оскорблявший грузинский народ извинился и собирает чемодан", - об этом информирует грузинское электронное издание Netgazeti
https://ru.netgazeti.ge/45112/ + Видео с извинением (см. в комментариях).
მსურს ვოლონტერების სახელით ქართული მედიის წარმომადგენლებს მივმართო და რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი განვუმარტო.
მოგეხსენებათ, რომ ქართველი მოხალისეების მიერ, უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერით, ე.წ. OSINT-გამოძიება ჩატარდა, რომელსაც საფუძვლად დაედო „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიშო გოგუაძის ა.წ. 5 ნოემბერს გადაღებული და სოცქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე მდგარი უცნობი ახალგაზრდა ქართველებსა და საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, უშველი სიტყვებით ლანძრავდა.
https://www.facebook.com/misho.goguadze/pos...iSDSBhFiXBYnral აღნიშნული ვიდეოს შესწავლა-ანალიზის, ასევე მოხალისეების პირადი კავშირების გამოყენებით, ქართველების მაგინებლის ვინაობის დადგენა მოხერხდა და ამის შესახებ ინფორმაცია ა.წ. 7 ნოემბერს 17:28 სთ-ზე გამოქვეყნდა. პირი რუსეთის მოქალაქე, რფ-ს ხელისუფლებასთან დაახლოვებული ოლიგარქის ალექსანდრე კოპილკოვის შვილი - პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. გარკვეული მომენტების დაზუსტების მიზნით, გამოძიების პროცესში ვიდეორგოლის ზემოხსენებულ წყაროსაც შევეხმიანეთ.
https://www.facebook.com/irakli.komaxidze/p...xjbTxLULPXKgj3l ქართულ მედიაში ინფორმაცია პაველ კოპილკოვის შესახებ პირველად „მთავარი არხის“ 18-საათიან საინფორმაციოში გავიდა და თქვენ წარმოიდგინეთ რა საინტერესო ფორმით - ნიკა მელიას საგანგებო live-პრესკონფერენციით, რომელმაც საქართველოს პაველ და ალექსანდრე კაპილკოვების შესახებ ამცნო. მელიას გამოსვლას მოჰყვა სხვა პოლიტიკოსების კომენტარები და კოპილკოვების შესახებ რეპორტაჟები, რომლებშიც გამოძიების წყარო არ დასახელდა.
ამის შემდეგ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „მთავარ არხთან“, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომელსაც ჩვენი გამოძიების იმ სხვა პოლიტიკოსების გამოსვლებისაგან გამიჯვნა ვთხოვეთ, რომლებმაც ჩვენი ნაშრომი საკუთარი დაბალი რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენეს. გარდა ამისა, კავშირზე სხვა მედიასაშუალებებიც გამოვიდნენ - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ჩართვას ან კომენტარს გვთხოვდნენ. ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ჩართვა არ გამოვა, თუმცა, იქვე აღნიშნული იყო, რომ მათ თამამად შეუძლიათ წყაროს მითითება (თითოეულ მათგანს გაეგზავნა წყაროს შესახებ დეტალები და შესაბამისი განმარტება).
მიუხედავად ამისა, ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოძიების წყარო არ მიუთითეს, მხოლოდ „ფორმულამ“ აჩვენა გამოძიების პოსტი, ისიც წამიერი გაკვრით. უფრო მეტიც, „ტვ-პირველმა“ გამოძიების ავტორებად უცხო ქვეყნის მოხალისეები დაასახელა.
სირცხვილ-ნამუსზე საუბარს არ დავიწყებთ. საგამოძიებო მასალის ასეთი ფორმატით წარდგენა, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. თუმცა, ქართულ რეალობაში, სადაც 10 წელზე მეტია ყველაფერი „ქოც-ნაცობის“ ირგვლივ ბრუნავს, ამას კი ტენდენციური მედია, რიგ შემთხვევებში დაბალი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტური ეთიკის უგულებელყოფაც ემატება, მსგავსი მიდგომები გასაკვირი აღარ არის.
ჩვენ მრავალწლიანი დამსახურებული ავტორიტეტი გაგვაჩნია, რომელიც 2014 წლიდან რუსული აგრესიული პოლიტიკისა და არაკოვენციური (ჰიბრიდული) ომის ფაქტების გამოაშკარავებით შევიძინეთ. ქართულ მედიასაშუალებებს (გარდა რამდენიმე ნამდვილი ჟურნალისტ-პატრიოტისა) მინიმალური ინტერესიც კი არ გამოუვლენია. ჩვენი საგამოძიებო საქმიანობა პიარს მიზნად არ ისახავს. ჩვენი უმთავრესი მიზანია სათქმელი ფართო მასებს რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ. არსებული საფრთხეებისა და ჩვენი გამოცდილება-შესაძლებლობების გათვალისწინებით ქართულ საინფორმაციო სივრცეში პოპულარობა არ გვაწყენდა, მით უმეტეს, რომ ჩვენ საკმაოდ ცნობადები ვართ უკრაინაში, დასავლეთსა და „ერთმორწმუნე“ რუსეთშიც კი. თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ ჟურნალისტიკას ჩვენთვის არ სცალია, რადგან უფრო „მნიშნელოვანი“, მარტივი და მომგებიანი საკითხებით - „ქოც-ნაცობის“ გაშუქებითაა დაკავებული.
პოსტის დასასრულს კი ქართველ ჟურნალისტებს შეგახსენებთ, რომ თქვენ მეტი ყურადღება და პატივისცემა გმართებთ იმ ვოლონტერების მიმართ, რომლებიც მსგავსი მოცულობითი და მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობით არიან დაკავებულნი.
P.S. სამწუხაროდ ყველა ვერ დავთეგე. თუმცა ესეც საკმარისია ჩვენი სათქმელის გასატანად
https://www.facebook.com/irakli.komaxidze/p...nqd6f8vGbZNKLel This post has been edited by lilja on 11 Nov 2022, 17:34