#59822428 · 16 Nov 2022, 22:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Biutiful ათუკ, შენზე ნაკლებად არც მე არ მევასება რუსები.
მაგრამ, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
რუსებს ყავდათ კორიფეები კულტურის დარგში.
ლიტერატურა რომ ავიღოთ - დოესტოევსკი, ჩეხოვი, ბულგაკოვი (მიუხედავად იმისა რომ კიევში დაიბადა და გაიზარდა რუსი იყო), ტოლსტოი, ნაბოკოვი (ამერიკელ კლასიკოსადაც ითვლება ტიპი), ტურგენევი. არავის არ ქონდა მე-19 საუკუნეში ამდენი ლიტერატურული ვარსკვლავი როგორც მაგათ.
კი - პოლიტიკურად დოსტოევსკი იმპერიალისტი ღორი იყო, მაგრამ ლიტერატურულად გენიოსი, ვინც არა მარტო ლიტერატორებზე, არამედ ფილოსოფესოებზე მოახდინა გავლენა. ნიცშე და ეგზისტენციალისტები (სარტრი, კამიუ) მაგის ვალში არიან. ტიპი ცდება ადგილობრივ ნაციონალურ ამბიციებს და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მისი მიმდევრები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არიან გაფანტული.
მუსიკა ცალკე თემაა - ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, შოსტაკოვიჩი, სტარვინსკი, პროკოფიევი .. როგორ უნდა თქვა რომ კულტურა არ აქვთ.
ალბათ გერმანელებს რომ კაცობრიების განვითარებაში კულტურული წვლილი აქვთ, ასეთი არავის გარდა ძველი ბერძნბენისა. ფილოსოფია, ლიტერატურა და მუსიკა რომ აიღო. მაგრამ გერმანია მოიცვა ფაშიზმის იდეოლოგიამ, რომელიც გაცილებით სასტიკი და არაადამიანური იყო ვიდრე პუტინის რეჟიმია დღეს. არ ნიშნავს რომ ჰიტლერის გამო, რომლის იდეოლოგიასაც მაშინ გერმანელების 95% იზიარებდა, გადავუსვათ ხაზი მათ კულტურას?
იგივეა ღრუსეთზეც.
მათი იდეოლოგია - ეს რუსოცენტრული იმპერიალიზმი არის ვირუსი, რომელიც ადამიანის ტვინეს წამლავს და ზომბებად აქცევს. მსგავსი იდეები როგორც ვირუსი ისე ვრცელდება და ტვინიდან ტვინზე გადიდის. მითუმეტეს რომ ამხელა პროპაგანდის მანქანაა ჩართული მისი მასობრივად გავრცელებაში. მაგრამ როგორც ფაშიზმი (ნაციზმი), ისიც დამარცხდება. რუსები კიდევ გააგრძელებენ არსებობას და ადრე თუ გვიან გადაერთვებიან თანამედროვე ყაიდის დემოკრატიაზე.
და როგორც ნაცისტური გერმანია აღმოცენდა პირველი მსოფლიო ომის წაგებისგან გამოწვეული ეკონომიკური ტკივილის და პოლიტიკური ჰუმილიაციის შემდეგ, ასევე დღევანდელი მორდორი აღმოცენდა როგორც ბოროტი აჩრდილი საბჭოთა კავშირისა. ასე ვთქვათ კაუნტერ-რევოლუცია. Empire strikes back.
ჩვენი მიზანი არის არა რუსების ამოწყვეტა და მათი რუქიდან გაქრობა და მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაგავში მოსროლა, არამედ ამ იდეოლოგიის ამოძირკვა. და ეს მარცხი იქნება საბოლოო მარცხი მეფის რუსეთის, საბჭოთა და მათი მემკვიდრე - პუტინის რუსეთის იმპერიალიზმისა.
This post has been edited by kaiser Soze on 16 Nov 2022, 22:19
|