საფრანგეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით 6 ერთეულ CAESAR-ის ტიპის 155მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიაწვდის.
„უკრაინის არმიას CAESAR-ებს უახლოეს კვირებში მივაწვდით. აქამდე მათ ჩვენ უკვე მივაწოდეთ TRF-1-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები“ - განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ.
მინისტრის თქმით, პარიზი თავის დანაპირებს შეასრულებს უკრაინისთვის 24 ერთეული CAESAR-ის ტიპის 155მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიწოდებაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმიამ უკვე მიიღო 15 ერთეული TRF-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცა.
TRF-1-ის ტიპის ტაქტიკური მახასიათებლები-
კალიბრი-155მმ
სწრაფსროლა- 5 გასროლა წუთში
მოქმედების ეფექტური რადიუსი სტანდარტული ჭურვებით- 24კმ
მოქმედების მაქსიმალური რადიუსი აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით - 30კმ
Caesar-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცის ტექნიკური მახასიათებლები-
მოქმედების რადიუსი - სტანდარტულ ჭურვებზე -30კმ
რეაქტიულ ჭურვებზე- 35კმ
Gps-ით მართვად M982 Excalibur-ის ჭურვზე- 40კმ
სწრაფსროლა- წუთში 6-8 ჭურვი
ეს ტეერეფი
ჩამოწერეს ფრანგებმა და ვიღაცას მიყიდეს
მერე ეხლა უკან იყიდეს
შეაკეთეს და უკრებს გამოუგზავნეს
This post has been edited by დავიდ ვილია on 10 Nov 2022, 18:32
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი