აჰა, ახლა კონკრეტიკაზე გადავედით?

წეხან ყველა ენჯეო ხიხია იყო.
ერთხელ მაინც შესულხარ ფონდ ღია საზოგადოების, ან ბიოლოს ფონდის საიტზე და წაგიკითხავს, მაგათ დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი? საერთოდ გაქვს წარმოდგენილი რას აკეთებენ?
ასავალ-დასავალით და ალტინფოთი "განათლებული" სასტავი რატომ აძლევთ უფლებას საკუთარ თავს აქ პოსტოთ?
ეს ერთი და ამ ორი ფონდიდან რომელი გგონია "უცხო ქვეყნის" დაფინანსებული? არც ერთი ამ ფონდის არც ერთი ცენტი არ არის რომელი ქვეყნის სახელმწიფო ფული. სოროსი რომ ქვეყნის დამაქცევარი გონია ზოგიერთ კრეტინს. ისიც არ იცით, რომ კერძო პირია და არც თუ თბილ დამოკიდებულებაში აშშ-ს სახელმწიფო წრეებთან.
მოდი მე დაგეხმარები:
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
2022 წელს ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა იმუშავებს მიმდინარე პარტნიორებთან. შესაბამისად, ღია კარის წესით შემოსული პროექტები არ განიხილება.
2022 წელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა გააგრძელებს გრძელვადიანი პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც მუშაობენ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე და ნარკომანიის პოლიტიკის სფეროს მონიტორინგზე. პარტნიორებთან ერთად ხელს შევუწყობთ წამალდამოკიდებულებით გამოწვეული ზიანის შემცირების ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვას. ერთ-ერთ სამიზნედ დარჩება მარგინალურ ჯგუფების წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებსა და მომსახურებაზე.
თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ ფონდი ასრულებს საქმიანობას პალიატიური მზრუნველობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროებში. ამ მიმართულებით პროგრამა იმუშავებს მხოლოდ არსებული პარტნიორი ორგანიზაციების მდგრადობის მხარდაჭერასა და შიდა პროექტების განხორციელებაზე, რაც ფონდის რესურსით განხორციელდება.
მონაწილეობითი დემოკრატია
2022 წელს მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა იმუშავებს სოციალურ უფლებების მიმართულებით, რომლის ფარგლებში ფონდი მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომისა და ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის პრინციპების აღიარებას, რეალიზებასა და დაცვას.
სტრატეგიული მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პროგრამასთან.
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებების პროგრამა, მიზნად ისახავს, იმუშავოს ქვეყანაში მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა და სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შესაჩერებლად. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო სექტორს, რათა გამომჟღავნდეს, დაფიქსირდეს და დოკუმენტირდეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მასშტაბური დარღვევების ფაქტები, ისევე როგორც, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.
ამასთან, პროგრამა მხარს დაუჭერს ახლადშექმნილ არაპარტიულ მოძრაობებსა და აქტივისტურ ჯგუფებს, რომლებიც მზად არიან, გამოავლინონ კორუფცია, კრონიზმი და ინსტიტუციური უკუსვლა სახელმწიფო ინსტიტუციებში. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ამ ჯგუფების შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდული ქსელების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ასევე – ურბანულ ცენტრებში.
პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების ქსელის განვითარებას, რომლის მიზანი იქნება სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველებისთვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე – რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
ევროინტეგრაცია
ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებისა და შიდა პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი განაპირობებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლიდან. 2017 წლიდან ვიზის ლიბერაზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასაც მოიცავდა, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.მნიშვნელოვანია ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების მონიტორინგის გზით.
ამის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას. გარდა ამისა, მხარს დაუჭერს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და შესაბამისი აღსრულების მექანიზმის დახვეწას, რათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს შეუქცევადი პროცესი და მიღებულმა ნორმატიულმა აქტებმა პრაქტიკაში იმუშაოს.
მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს; მაღალი ხარისხის კვლევების წარმოებას და ამ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებას, რომელიც შემუშავდება როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის.
მივესალმებით ინიციატივებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც ემსახურება სამართალწარმოების, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის შექმნასა და გაუმჯობესებას. განსაკუთრებით ისეთ მცდელობას, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების ცნობიერების გაზრდას თანასწორობის და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხების შესახებ.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია აქტიური, მონდომებული ახალგაზრდების მონაწილეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც შეძლებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნონ ევროკავშირთან ასოცირების პროცესშია მოსალოდნელი სარგებელი, ესაუბრონ მათ სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე და ადგილობრივ დონეზე დააკვირდნენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკრისრი ვალდებულებების შესრულებას.
და ბოლოს:
ათი ფაქტი ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის შესახებ (1994-2018)
საქართველოდან 1200-ზე მეტმა ახალგაზრდამ ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიით დასავლეთის უნივერსიტეტებში მიიღო განათლება. ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა ექიმმა
მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ფონდს დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული. დღეისათვის წამყვანმა ონლაინ გამოცემებმა და რეგიონული მედია ორგანიზაციების უმეტესობამ ფონდის პირველი გრანტით დაიწყეს საქმიანობა
ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის, პირველი ქართული ვებგვერდებისა და ქართულ უნივერსიტეტებში პირველი უფასო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაჩენა, რისთვისაც 1996 წელს დაიხარჯა 1 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოში საქმიანობის პირველივე წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ფონდმა 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, რის შედეგადაც შენარჩუნებულია საეკლესიო-სამონასტრო მხატვრობა და ფრესკები, გამაგრებულია ტაძრები და შექმნილია ელექტრონული არქივები
1999 წლიდან ფონდმა საქართველოში ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანებისთვის პალიატიური მზრუნველობის დანერგვა დაიწყო. 2017 წელს გახსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში. წლების მანძილზე მხარს უჭერდა ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე და ფერისცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლში არსებულ ჰოსპისებს.
2005 წლიდან, ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სამსახური შეიქმნა, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ ეხმარება. 2018 წლიდან ფონდმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყეს უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის
2011 წელს ფონდმა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო. პარტნიორების, სათემო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადვოკატირების კამპანიაში აქტიური მოქალაქეების ჩართვისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელება ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყო, შემდეგ კი მთელი ქვეყანა მოიცვა, რომლის მოსარგებლე საქართველოს 40 000-ზე მეტი მოქალაქეა
2012 წელს საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ფონდის ძალისხმევით ციხეებში პატიმართა წამების კონტექსტისა და სისტემურობის შესწავლა მოხდა. პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ. ეს კვლევა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ციხეებში 2003-2013 წლებში არსებულ ვითარებას აფასებს.
დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ფონდის დამსახურებით, საქართველოში შეიქმნა სათემო (ბინაზე) ფსიქიატრიული მომსახურება, რომელმაც 90 პროცენტით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა
This post has been edited by Old City on 21 Nov 2022, 01:27