#60018958 · 17 Jan 2023, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სხვა ცხოველებმა რა დააშავეს მათ არ ცივათ ? მაგათ რატომ არ ვუშვებთ ავტობუსებში, აფთიაქებში, ან სახლებს რატომ არ ვუშენებთ ხომ წარმომიდგენია აფთიაქში რომ ვინმეს ვირთხა დაენახა :დდ
babsi
QUOTE | ლეკვს რომ მიიყვანენ წამოიზრდება და მოვლის თავი რომ არააქვთ ქუჩაში აგდებენ. რა უნდა ქნა ველურებივით ხომ არ დავხოცავთ. |
ეგეც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ მარტო ეგ არაა პრობლემა, მრავლდებიან თავისითაც.. მე მაგალითად ამდენი ძაღლი რამდენიმე წლის წინ არ მახსოვს მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის იყვნენ
QUOTE | მანამ კი სახლების ჩადგმა და გამოკვება ზოგიერთი ადამიანის მიერ კეთილ ჟესტად მივიჩნევ. სანამ გამოსავალი არ მოიძებნება და გადაწყდება. |
გამოსავალი აქამდეც მოიძებნებოდა, მაგრამ როგორც დავწერე საქმის კეთების მაგივრად პოპულიზმით არიან დაკავებულნი მაგ სახლის აშენებით რომ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნიოს ძაღლმა და უცხო ადამიანის მიმართ აგრესია გამოიჩინოს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ბოდიშსაც კი არ ეტყვის დაზარალებულს მაგის გამო და რავი მე მაგალითად ველოსიპედით სიარული ცოტა არ იყოს და მეშინია უკვე, ამას წინათ სამი ძაღლი გამომეკიდა
ამაზე არავინ საუბრობს რა თქმა უნდა :დ მერე რა თუ ვინმეს დაემართება, სამაგიეროდ მონიტორინგის სამსახური ძაღლებს სახლებს ჩაუდგამს და ამით პრობლემაც მოგვარდება
|