ცხოველების ფერმის რა გითხრა და იმავე ავტორის სხვა ნაწარმოებთან მართლა ბევრია მსგავსება
1984 ვგულისხმობ

შოკოლადის ეპიზოდი თუ გახსოვთ, 30 გრამს 20მდე რომ შეამცირებენ და ხალხს დააჯერებენ 20 გრამამდე გავზარდეთო
შეადარეთ ჩვენს ავტობუსების სიტუაციას

დემონსტრანტები მადლობას სწირავდნენ დიდ ძმას შოკოლადის ულუფის ოც
გრამამდე გაზრდისთვის. უინსტონს გუშინდელი შეტყობინება გაახსენდა -
შოკოლადის ულუფა კვირაში ოც გრამამდე დაიკლებსო. ნუთუ ხალხი თვალის
დაუხამხამებლად ჩაყლაპავდა სულ რაღაც ოცდაოთხ საათში შეტრიალებულ
ამბავს? როგორც ეტყობოდა, ჩაყლაპავდა. პარსონსმა ხომ ცხოველის სიბრიყვით
ჩაყლაპა. მეზობლად მჯდომმა სათვალიანმაც ჩაყლაპა, - ფანატიკურად,
მგზნებარედ, შმაგი სურვილით, რომ მოეხელთებინა, ემხილებინა, აეორთქლებინა
ნებისმიერი, ვინც იტყოდა, გასულ კვირას შოკოლადის ულუფა ოცდაათი გრამი
იყოო. საიმმაც გადაყლაპა, ოღონდ უფრო რთულად, ორაზრის დახმარებით. მაშ,
უინსტონი მარტო დარჩა? სხვას აღარავის ახსოვდა წარსული?ეკრანიდან კვლავ
ზღაპრული სტატისტიკა მორაკრაკებდა. შარშანდელთან შედარებით წელს მეტი
საკვები, მეტი ტანსაცმელი, მეტი სახლი, მეტი ავეჯი, მეტი ქვაბი, მეტი საწვავი,
მეტი გემი, მეტი ვერტმფრენი, მეტი წიგნი, მეტი ბავშვი იყო, -ყველაფერი უფრო
მეტი, ავადმყოფობის, ბოროტმოქმედებისა და შეშლილობის გარდა.