mikheill1რა პრეტენზიებია ევროპის მიმართ ვერ ვხვდები
ერთ რამეს ვერ იგებს ბევრი
ჩვენ გვჭირდება ევროპა და მისი ცხოვრების დონე და არა გერმანელს საქართველოს დონე
ჩვენ უნდა ვეხვეწოთ ფრიცს, რომ განგვავითაროს და არა გერმანელმა ჩვენ
უნდა ვეხვეწოთ რომ ფული მოგვცეს, სახელმწიფო ინსტიტუტები გაგვიძლიეროს, განათლების დონე აგვიწიოს, ინდუსტრია და წარმოება აგვიღორძინოს
მისნაირი პენსიები, უსაფრთხოება და ხელფასები გვქონდეს
უზრუნველი სიბერე და ნათელი მომავალი
და ა,შ
ჩვენ გვჭირდება ეს გერმანიისგან(ევროპა) და არა მათ ჩვენგან
საშუალოდ 1 გერმანელი 10-ჯერ უკეთ ცხოვრობს ქართველზე და კიდე ჩვენ უნდა გვქონდეს პრეტენზია რამეზე?

რაც შეეხება ევროპის დაშლას
ამას რუსეთი ათეულობით წელია ოცნებობს, მარა ვერ ეღირსება
ევროკავშირი ბრექსიტმა ვერ დაშალა(ყველაზე დიდმა რყევამ)
არათუ ვერ დაშალა მის მერე კიდევ უფრო გაძლიერდა და რიგი უდგათ წევრობის მსურველების
ასე, რომ მაგაზე ტყუილად ნუ ინერვიულებ
ევროკავშირი არის მსოფლიოში ყველაზე ცივილიზებული, წარმატებული და ძლიერი ერთობა
რაც არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი და ჩვენი საოცნებო ოჯახი
ყველა კი ვინც ამას ნებსით თუ უნებლიედ შეეწინააღმდეგება არის ქვეყნის მტერი
თანამედროვე ორჯონიკიძე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 6 Dec 2022, 23:54