"ჩემი წარსულის მოგონებები, ვიყავი ის რაც ვიყავი! ვაკეთე ის რა ვაკეთე! ბედნიერი ვარ რომ ისეთი ვიყავი როგორიც ვიყავი.! ბედნიერი ვარ, რომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე! ბედნიერი ვარ რომ ჩემთვის ერთი დღე არ მიცხოვრია! ბედნიერი ვარ რომ მოვითმინე ის რაც მოვითმინე! ბედნიერი ვარ რომ ყველას ყველაფერი შეუნდე ვაპატიე! ამ ბედნიერებას ვთვლი უფლის წინაშე , ცხოვრება არაფერი ყოფილა, ყველაფერი დროებითი, არავის არაფერი მიაქვს ამ ქვეყნიდან , ადამიანმა თურმე უნდა იცხოვროს მუდმივი ცხოვრების მოსახვეჭად , სხვა ყველაფერი წარმავალი ყოფილა! ბევრი უბედურება და ქარცეცხლი გამოვიარე წარსულ ცხოვრებაში, 14-წელი .ტერიტორის დაცვაში , ვარ ოფიცერი , ვარ დაჯილდოებული , ვარ ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვიცავდით 2006-წლამდე შემდეგ დაგვერიენ მაშინდელი ხელისუფლება ,და გააკეთეს ის რაც გააკეთეს, რაც სახეზეა დღეს ყველაფერი , ჩვენი თავგადადებული ბრძოლა ტერიტორიების შენარჩუნებისთვის, ამდენი წლები, თურმე ყოფილა დანაშაული, და ჩაგვითვალეს დანაშაულად , ზოგი დაგვიჭირეს ზოგიც განდევნეს, გმირი ხეობა და ხეობელები მოღალატედ შეგვრაცხეს,არც დაბომბვები დაიშურეს , მოწინაღმდეგეს არ დაუმბობია, ჩვენმა ვითომ პატრიოტმა და ამდროს მოღალატე მაშინდელმა ხელისუფლებამ გმირი ხეობა დაბომბა, სადაც მეომარი ბიჭების დედა იმსხვერპლეს, ემზარისა და ჩემი სახლკარის ამოძირკვის ბრძანება გასცეს მაგრამ ჩვენმა სიმართლემ უფალთან გადაგვარჩინა, მე დამაპატიმრეს შეთხზეს ცილისწამებული ბრალდებები , სამი მუხლით, 18-წელს რომ გამოგიცხადებს პროკურორი სიკეთის გულისთვის, და ეს რომ მოისმინო და მშვიდად შეხვდე
მადლობა უფალს იმ გამძლეობისთვის რა გამძლეობაც იმ მომენტში მომცა, ამდროს მოხვდა სასწაული და სიმართლემ არ დააყოვნა, შეცვალა პროკურორმა , 8-წლამდე ჩამოვიდა , 6-წელი და 6-თვე დამიტოვა მოსამართლემ, შეთხზული ბრალდებების მიხედვით, არ აინტერესებდათ ტყუილ მართალი, შემომატარებიეს ჩვენი ქვეყნის ყველა ციხე , მატროსოვი, ზუგდიდის ჯოჯოხეთი , რუსთავის კრიტი , მერე ისევ მატროსოვის მე-13-ზონა ყველაზე საშიში პატიმრებად შეგვრაცხეს და შემდეგ ისევ რუსთავში ახალ აშენებულ კორპუსში სადაც ჯერ კიდევ ორთქლი ამოსდიოდა ბეტონს , 10-დღე კარანტინში:,
მოკლეთ რისი თქმა მინდა , ამ ყველაფრის შედეგმაც არ დააყოვნა და მძიმე სენის დიაგნოზიც მივიღე გუშინ ფილტვზე, მადლობის მეტი რა მეთქმის უფალზე ყველაფრის გამძლეობა მომცა, და ამდენ უბედურების შემდეგ აქამდე მაცოცხლა და მაცხოვრა აწიც მის ნებაა როდემდე მაცოცხლებს და მაცხოვრებს! ადრე თუ გვიან ყველა ვტოვებთ ამ წუთისოფელს , მე კი დავამთავრე მისია,და ვალმოხდილი მივდვარ ჩემი ხეობელებისა და ჩემი ქვეყნის წინაშე, 21-წელი ქარცეცხლი გამოვიარე , დამეთანხმებიან ჩემი ხეობელები და სამხედრო ვეტერანები, ტანჯვაში და უბედურებაში გავატარე ჩემი ქვეყნისთვის , და დავისაჯეთ იმიტომ რომ უღალატოები ვიყავით დავისაჯეთ იმიტომ რომ პატრიოტები ვიყავით , დავისაჯეთ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ვიცავდით , მე ვარ დღეს იმ სასჯელისგან ყველაფერში გამართლებული ,ვარ ამაყი ქვეყნის წინაშე, ასევე ჩემი ძმა ემზარიც , მაგრამ ემზარის წინაშე , სამწუხაროდ დღემდე გრძელდება ის უკანანობა რაც ავად სახსენებელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა , ყველა ის უკანანოდ ჩამორთმეული ქონება დღემდე არ დაუბრუნებიათ სასამართლოც აყოვნებს , ბევრი უსამართლობა , ბევრი უკანანობაა ჩვენს მიმართ მაგრამ მადლობა უფალს ყველაფერსა და ყოველივეს გადაგვარჩინა, და არც გავბორეტებულვართ , ყველას დახვდება უფალთან ის რაც ჩვენს წინაშე აქვთ ჩადენილი , ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველია ვიყო უფალთან მართალი , სხვა მეორე ხარისხოვანია, ვაკეთოთ სიკეთე , გვიყვარდეს ერთმანეთი ,ყველანი უფალთან წამსვლელი ვართ იქ გამოჩნდება ყველას საქმეები, ბოროტ ძალას მწვანე არ უნდა აუნთოთ ,
მართლმადიდებლებო, ღმერთი ხომ სიყვარულია !