კი ბატონო, მიზნის მიღწევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,
ანარქო-კომუნიზმის დამყარება არ მიგულისხმია დეცენტრალიზებაში, მხოლოდ სისტემასთან დაპირისპირების მეთოდებზე ვწერდი

როცა მიზანი მთავრობისთვის უკმაყოფილების ჩვენება და რამე ქმედების იძულებაა, მაშინ დეცენტრალიზებული მოძრაობა ბევრად ეფექტურია - არსებულ ხელისუფლებას იგივე სისტემით რომ დაუპირისპირდე, ნამდვილად გამართლებაზე იქნება დამოკიდებული წარმატება;
მაგალითად, აბსოლუტურად ავტორიტარულ ირანში აბსოლუტურმა ანარქიამ იმუშავა როგორც პროტესტის ფორმამ და გამოკვეთილი ლიდერის გამოჩენა აუცილებლად დაამთავრებს ყველაფერს - როგორ დაამთავრებს ეგ გამართლებაზეა;
საბედნიეროდ ირანი არ ვართ და არც ბლიძინაა აიათოლა, რომ ყველა აქტივისტი ჩამოახრჩოს;
ყველანაირი რადიკალიზების გარეშე შესაძლებელია სახალხო პროტესტით იმხელა რყევების გამოწვევა, რომ გამოიკვეთოს კონკრეტული რელიეფი, იდეა, გეგმა, ძალა ან ლიდერი.
მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ დეცენტრალიზებული, სტიქიური პროტესტი ყველაზე დიდი კოშმარია ნებისმიერი სისტემისთვის,
რომ თუ საზოგადოებას ეს არ უნდა ან არ შეუძლია ე.ი. შეუძლია წუმპეში ცხოვრება და უბრალოდ ზებრებთან ერთად გამოკეტილი სოციოპათი აღარ ესიმპათიურება ბატონად;