ეს ომი არის ცივილიზაციების და ფილოსოფიების ომი.. რუსული მიდგომა რაც იყო ვნახეთ, 25 თებერვალს
ALL IN-ს გაკეთება და საუკეთესო ნაწილებით, ტეხნიკით შეტევაზე გადასვლა, ბლიცკრიგი და სამდღიანი ომი..
რამაც იქამდე მიიყვანა ხუილო, რომ 5-6 თვეში ჩამოწერილი რესურსის გაწვევა დასჭირდა და აწი მაგ ჩამოწერილი
რესურსის ხარისხი დაიკლებს და დაიკლებს ეი ყოველი მომდევნო მობილიზაციის დროს..
თეორიულად, რუსებს რომ ამხელა გრანდ-კამპანიის მაგივრად, უფრო მოკრძალებული კამპანიით დაეწყოთ, შეიძლება
არც ამხელა რეზონანსი გამოეწვია და ბევრად უფრო კარგ პოზიციაშიც ყოფილიყვნენ ახლა.. რომ არა თავდასხმა კიევზე,
ქვეყნის სუვერენიტეტზე და ა.შ - იქნებოდა დასავლეთის რეაქცია მსგავსი ? არ ვიცით.. ყირიმი აიღეს, დონბასი და ლუგანსკში
ბრძოლები მიდიოდა, მაგრამ ასეთი რეაქცია არ ყოფილა. ხუილოს მადამ და მიდგომამ გააბრაზა დასავლეთი ყველაზე მეტად..
ამიტომ რუსების მიბაძვა ამ შემთხვევაში არც დასავლეთს არგებს და არც უკრაინას.. არესტოვიჩი რასაც ამბობს და აჟღერებს ეგაა არა-რუსული ფილოსოფია,
მანდ საკმაოდ დიდია რაციონალიზმიც, თვით-კრიტიკაც, მოვლენების ადეკვატური შეფასება და ა.შ და ა.შ თუნდაც ის რომ არავინ ელოდება ამ ომის თვეებში დასრულებას,
ყველას გააზრებული აქვს რომ რუსეთის მიწაზე დაგდგება ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება ამ ომის დასრულებაც არ ეყოს, კიდევ დამატებითი ომები დასჭირდეს..
მე არ ვიცი ახლა თვითონ უკრაინელები რამდენად იზიარებენ არესტოვიჩის პათოსს და მზადაა ეგ ხალხი 3-5-10 წელი ამ რეჟიმში იყოს, მაგრამ ეგაა რეალობა და მაგ რეალობიდან
როცა მოქმედებ, long-term-ში ბევრად უფრო დიდი შანსი გაქვს წარმატების, ვიდრე გეგონოს რომ დასავლეთი რაღაც იარაღს მოგაწვდის და 2 თვეში ამხელა მონსტრს დაამარცხებ...
ამ გადმოსახედიდან მთავარი რაც არის და ნ1 ფაქტორი -> უკრაინის და უკრაინელი ხალხის სულისკვეთებაა... ეი ამ ინფრასტრუქტურის დაბომბვების და ათასი გასაჭირის შემდეგ, მაინც ჯიუტად გააგრძელონ ბრძოლა..
ნ2 ფაქტორი არის დასავლეთის პოლიტიკა ეი მაქსიმალურად განეიტრალდეს ტრამპის და სხვა პროჭი საბოტაჟნიკების შესაძლო მოსვლა წამყვანი დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებში, რომ ფულის და იარაღის ნაკადი
მინიმუმ ამ დონეზე შენარჩუნდეს და მთლად უკეთესი - უფრო გაიზარდოს და გაიზარდოს..
ნ3 ფაქტორი არის დასავლეთის ეკონომიკა ეი ისე მიეწოდოს ეგ ფული და იარაღი უკრაინას, რომ შიგნით სიტუაცია არ აირიოს და ამან პოლიტიკურად არ დაარტყას არსებულ დასავლურ ისტებლიშმენტს.. ვთქვათ ამერიკაში
ან გერმანიაში ან ინგლისში უკმაყოფილება თუ გაიზრდება, ეგ ხელს შეუწყობს მაგალითად ტრამპს ან სხვა შავრაზმულ ძალებს, რომ სიტუაცია თავისკენ შეატრიალონ..
ამიტომ არის რომ ALL-IN არ გამოდის, ყველაფერი ხდება ნელ-ნელა და რაციონალურად, რომ ეს სამივე კომპონენტი დაბალანსდეს და შესაბამისად რუსეთის დატყვნის პროცესიც გაგრძელდეს..
საბოლოოდ ყველაფერი იმაზე დადის, რომელი სისტემა ჩამოიშლება და დაეცემა ძირს პირველი.. იმედი ვიქონიოთ და მჯერა ეგრე იქნება, რუსული სისტემა სადაც რაციონალიზმი ნაკლებია - რაღაც ეტაპზე უბრალოდ გასკდება
და დომინოს ეფექტით ჩამოიშლება ისე, რომ ყველა დედა #####ულს აქაც, იქაც, იქაც, იქაც მოიყოლებს და წაიღებს ქვესკნელში საშვილიშვილოდ...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი