ნწუ
საშუალო სტატისტიკური ბულგარელები არიან
ყველაზე მთავარი იცი რა არის მეგობარო?
მცდარი მოლოდინები არ შეიქმნა არაფრისაგან
მათ შორის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაგან
არავინ არ მოვა და ფულის დასტებს არ ჩაგილაგებს ჯიბეში
ეგ ხაია მოუვიდა ბევრს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით საბრძნეთში
მასტებმა ჩათვალეს, რომ არაფერი არ უნდა აკეთონ, სირტაკი იცეკვონ და ევროკავშირი ყოველი ნომრის დამთავრების მერე შაბაშს ჩაუჭყუნავს ჯიბეში. არ ხდება ასე!
სამაგიეროდ გექნება ყველა წინაპირობა რომ ღირსეულად იცხოვრო
დანარჩენი შენზეა, ისწავლი და იშრომებ? გექნება ყველაფერი კარგად
არ სწავლებ, არ განვითარდები? იქნები ტაქსის მძროლი რომელიც თავის წარუმატებლობას აბრალებს სხვას
ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ევროკავშირის მოქალაქეებს
ისეთივე ცოდნის, კვალიფიკაციის და უნარების მქონეს როგორც მე
უბრალოდ მათ, იმიტომ რომ წესიერ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩემზე 4-5 ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. პლიუს სახელმწიფოსაგან ისეთ სერვისებს იღებენ, ჩვენ რომ სიზმარშიც ვერ ვნახავთ!
იმიტომ რომ ნორმალურ სისტემაში ცხოვროობენ
და არა იმ საყლევეთში რაც აქ ავაშენეთ ბოლო 30 წელია
ამიტომ მინდა ევროკავშირი, რომ გვქონდეს ისეთივე შესაძლებლობები როგორც იქაურ მოქალაქეებს
ვინ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას - ჩვენზეა დამოკიდებული
ხო, ბაზრის უჩინარ ხელზე ღლიცინი - ძაან არასერიოზული ამბავია
StoPolice