მე აგიხსნი რაშია საქმე
1. დამატებითი ღირებულების გადასახადი:
საქართველოში არის დღგ-ს გადასახადი 18% ფიქსირებული. ანუ 20 ლარად თუ ყიდულობ სიტყვაზე ყველს აქედან 18 პროცენტი ანუ 3.6 ლარი მიდის ბიუჯეტში
გერმანიაში და ევროპის ქვეყნებშიც დღგ +- 18-20 პროცენტია მაგრამ მანდ ყველაფერზე ფიქსირებული არ არის და ისეთ პროდუქტებზე როგორიც არის ძირითადი საკვები პროდუქტები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ. (ყველა ქვეყანას განსხვავებული კანონმდებლობა აქვს მაგრამ საკვები პროდუქტებზე ყველას აქვს შემცირებული) აქვს შემცირებული პროცენტი დღგ-ს.
გერმანია - 7%
პოლონეთი - 5%
ჩეხეთი - 10%
ესპანეთი - 4%
თურქეთს მგონი საერთოდ 1% აქვს გადასახადი საკვებზე.
ძირითადი საკვები პროდუქტები ანუ რძის პროდუქტები, ხორცი, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული. შოკოლადები და ტკბილეულები შეიძლება არ შედიოდეს
2. სავაჭრო ობიექტის ტიპები
ევროპაში გაყიდვებით პირველი ბრენდი არის ლიდლი და მეორეზე ალდი, ორივეს ის აქვს საერთო რომ არც ერთი არ არის სუპერმარკეტი, ორივე არის ე. წ. Discounter store. ყველაზე იაფი პროდუქტები სწორედ ასეთ Discounter store-ებშია. მათი ბიზნეს მოდელი განსხვავებულია. მათ აქვთ თავისი ბრენდის დასახელებები და პირდაპირ ქარხანას უკვეთავენ პროდუქტს თავისი ბრენდის სახელით, ანუ მწარმოებელს და გამყიდველს შორის არ არის არცერთი შუა რგოლი და პირდაპირ ქარხანასთან აქვთ ურთიერთობა. საქართველოში მაგალითად სუპერმარკეტები ამ პრინციპით არ მუშაობენ, მათ ბევრი მომწოდებელი ყავთ და ეს მომწოდებლები ხშირად ქარხნები არ არიან (იმპორტირებულ საქონელს ეხება). ამ იმპორტიორებს ვიცნობ და ზოგს ქარხნიდან მოაქვს პროდუქტი ზოგს გადამყიდველებისგან(რადგან ბევრი ქარხანა მცირე შეკვეთებზე არ მუშაობს). ანუ შენ რო შედიხარ აგროჰაბში და ფილადელფია ყველს ყიდულობ 22 ლარად რომელიც ევროპაში 4-5 ლარი ღირს, მანდედან ჯერ ევროპელი გადამყიდველი იღებს მოგებას, მერე იმპორტიორი და მერე სუპერმარკეტი. ქართველო იმპორტიორების მოგების მარჟა ადამიანური არ არის და არის შემთხვევები 100%ზე მეტიც არის ხოლმე ზოგ პროდუქტებში.
P.S.
აქ გამომრჩა: ასეთი მაღაზიებში მრავალფეროვანი არჩევანი არ აქვთ, შეიძლება კეჩუპი ან მაიონეზი ერთი ბრენდის იყოს მაგრამ იაფი ეღირება. ასევე ევროპაში რძე და კვერცხი მაცივარში არ უდევთ და თაროდან უნდა აიღო, რაც ცალკე მაცივრის ღირებულებას და ელექტროენერგიას ზოგავს. ასევე კოკა კოლა და ლუდები იაფიან მაღაზიებში ცივი არასდროს არ არის რადგან მაცივარი არ აქვთ განკუთვნილი სასმელებისთვის))
3. იმპორტის გადასახადი (განბაჟება)
საქართვლოში მოქმედებს 5% და 12% პროცენტიანი იმპორტის გადასახადი, რაც იმპორტირებულ პროდუქტს კიდევ აძვირებს, ლოკალური წარმოება კიდევ ძალიან მწირია.
4. ინდუსტრიალიზაცია
ბევრი ქართველო მწარმოებელი ისევ საუკუნის წინანდელი მეთოდებით მუშაობს და მაგალითად შეფუთვაში რობოტების მაგივრად ბებოები უყენიათ
5. პატარა ბაზარი
ევროპულ მარკეტებს ტრილიონიანი ბაზარი აქვთ და საქართველოში პატარა ბაზარია შესაბამისად კონკურენცია დაბალია და მარჟაც მაღალია
6. პროდუქტიულობა
დიდი ქსელური მაღაზიები ჩვენსავით 24 საათს არ მუშაობენ, დილით 8ზე გაიღება და საღამოს 8ზე იკეტებიან, სალაროსთან არავინ ჩაგილაგებს პროდუქტებს პარკში და არც არავინ გეტყვის "პარკი გნებავთ"? დევს და გინდა აიღებ გინდა არა, თუ ევროპაში ნამყოფი გაქვს სალაროსთან 2-3 ჯერ სწრაფად ხდება ყველაფერი ვიდრე აქ. დაცვას არავინ უძახის იქ "წამიშალე გელა ორჯერ გამეტარა".
მაგალითად გერმანიის თვიური საშუალო ხელფასი არის 4000 ევრო გადასახადებამდე, საქართველოში 1500 ლარი
გადასახადის მერე გერმანიაში კი გამოსდით 2500 ევრო და აქ 1200 ლარი მაგრამ აქ მთავარია მწარმოებელი რამდენს ხარჯავს თავის პერსონალზე ანუ სადღაც 9 ჯერ მეტს ერთ თანამშრომელში.
ასევე დენის ფასი სადღაც 5-ჯერ ძვირია, გაზის არ ვიცი ზუსტად მაგრამ ეგეც გაცილებით ძვირია ჩვენ ტარიფზე.
ამის ახსნა უკვე აქ არის:
https://en.wikipedia.org/wiki/Economies_of_scaleხო კიდევ ერთი დიდი $ლეობა რასაც იძახიან ხოლმე "ევროპაში ბანანი 1.5 ევრო ღირს ეს ლარზე არ უნდა გადაიყვანო რადგან აქ შემოსავალი მეტი აქვთ და ევრო ლარივითაა". ფასები არის საბაზრო როგორც ბანანზე, ისე ნავთობზე და საქართველოში ვერანაირად ვერ ეღირება ბანანი 1.5 ლარი.
This post has been edited by gordas on 6 Jan 2023, 23:12