#62072684 · 16 May 2025, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოდგომაა, ომი თბილისში ახალი დამთავრებულია და აფხაზეთში - ახალი დაწყებული. საქმეების გამო, სამსახურში გვიან შემოვრჩი და წასვლას ვაპირებდი, როცა კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა. შემოდი მეთქი, რომ ვუთხარი, უკვე შემოსული იყო. ამ დროს არავის არ ველოდებოდი დაცვის გარდა და გამიკვირდა კიდეც, უცხო პირი რომ შემოუშვეს არასამუშაო საათებში. ქვეყანაში არეულობის გამო, ბანკის შენობაში დაშვება გამკაცრებული გვქონდა. - ბოდიში, ყაზახსტანიდან ფულს ველოდები, უნდა გადმორიცხულიყო და მოსულია თუ არა, მაინტერესებს. - ამ დროს არ შეიძლება აქ შემოსვლა, მაგრამ რახან შემოხვედი, მოგიძებნი, ვთქვი მე და გამოვკითხე რეკვიზიტები. ტარხუნის წვენის ღირებულება იყო, 36 000 მანეთამდე. - გადარიცხვა ხელზე რო გამატანოთ სიღნაღის ბანკში, შეიძლება? ფოსტით ძალიან დაგვიანდება . . . - საერთოდ, არ შეიძლება, მაგრამ გამონაკლისს გავაკეთებ. გავამზადე პაკეტი და მივეცი. მადლობა გადამიხადა და კარისკენ წავიდა. კართან შემობრუნდა და მეკითხება: - მე იცი ვინა ვარ? - არა. - ზურა ვარ, ბაკაშვილი. - ? - ნუღლა გაგიგია? - ნუღლა? ნუღლა როგორ არ გამიგია . . . - ხო და მე ვარ . . . კიდე ერთხელ მადლობა, თუ რამეში გამოგადგებით, სიღნაღში მიკითხეთ. დამემშვიდობა და გავიდა.
|