Генерал свр რა არხია ტელეგრამზე? ბალაბოლია თუ რამეებს არტყამს ხოლმე?
აგერ ელიკო კილაძის სი ნიუსს უთარგმნია ამ არხის ტგ პოსტი, გადმოვაკოპირებ
ბოლო ოპერატიულ თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციაზე, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად, მობილიზაციის მეორე ეტაპის გეგმის განხილვაზე უარი განაცხადა. პუტინმა თქვა, რომ მობილიზაცია არც შეწყვეტილა და ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება.
ამის შემდეგ ვიდეო კონფერენცია შედარებით ვიწრო წრეში დახურულ ფორმატში გაგრძელდა.პუტინმა რამდენიმე განცხადება გააკეთა.მან თქვა რომ საჭიროა სპეცოპერაციის სწრაფი შედეგების იდეის ტირაჟირება მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში,სადაც მოგება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება და ასეთ ქვეყნად მან დაასახელა საქართველო.
პუტინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლებელია კონფლიქტის პროვოცირება, რომელიც გამარჯვების სცენარით დასრულდება.ამასთან დაეხმარება საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ნაწილს გათავისუფლდეს არასასურველი ელემენტებისაგან, ხელისუფლებაში. ვინ იგულისხმა არასასურველ ელემენტებში, რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
პუტინი დარწმუნებულია რომ საქართველოს ხელისუფლების ნაწილთან მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი სომხეთის საკითხსაც მოაგვარებს, თუმცა რა იგულისხმება მოგვარებაში, პუტინს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის ომის სცენარი, რომელსაც სპეცოპერაცია უწოდეს, პუტინს ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრიდან ედო მაგიდაზე, ახლა განკარგულება გასცა დღევანდელი რეალობის შესაბამისად მოხდეს გეგმის ადაპტირება და უშიშროების საბჭოზე განსახილველად პირველ თებერვალს წარმოადგინონ.
პუტინი სპეცოპერაციის გეგმის ადაპტირებაზე ფიქრობს,დასავლეთი კი პუტინის დამარცხების ფორმულაზე.
გავლენიან სახელმწიფოთა მეთაურებს ომის დასრულების სცენარი მზად აქვთ. ეს გეგმა რუსეთის პრეზიდენტს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით უკვე გადაეცა.
განხილვის თემა სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო. რომელიც გავლენიან სახელმწიფოთა მეთაურებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით გადაეცემა.
პუტინს შესთავაზეს ჯარების გაყვანა 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციაზე, შემდეგ მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში გარდამავალ პერიოდში მოხდება ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება.
ЛДНР დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ ათი წლის განმავლობაში ფორმალური აღიარების გარეშე, ხოლო შემდეგ ამ ტერიტორიების სტატუსი უნდა დარეგულირდეს უკრაინასთან შეთანხმებით.
ამ გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს რუსეთისა და ბელორუსის მხრიდან უკრაინასთან საზღვრის დემილიტარიზაცია, და ასევე სამხედრო დამნაშავეების გადაცემა უკრაინისთვის. კომპენსაციის გადახდა მიყენებული ზიანისთვის.
პუტინისთვის სახის შენარჩუნების მიზნით, დანარჩენი პუნქტების აღსრულება ერთი წლის შემდეგ დაიწყება.
დასავლეთში ვარაუდობენ რომ რუსეთი ამ სცენარს მორიგ გამარჯვებას გაასაღებს. რაც საშუალებას მისცემს პუტინის მემკვიდრეს 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
უკრაინა 2024 წლის გაზაფხულზე გარანტირებულად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.
მოლაპარაკების გარანტორი შვიდი სახელმწიფოდ მეთაური იქნება.
პუტინის უარის შემთხვევაში, უკრაინას რუსეთის არმიის და 1991 წლის საზღვრების სტატუს ქვოს აღსადგენად ყველა საჭირო შეიარაღება მიეწოდება.
პუტინი ფიქრობს...
ინფორმაციას სკანდალური ტელეგრამ არხი Генерал СВР ავრცელებს
https://cnews.ge/home/news_description/4943...dQZKP4Kov_LZLPE
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin