სტატისტიკა გვაქვს მაგაზე?
ზოგადად თითქმის ყველა განვითარებული ერის პრობელმა დღეს გადაბერებაა
მიზეზები კომპლექსურია:
ხალხს "ეზარება" ბევრი ბავშვების ყოლა
სიცოცხლის ხარისხი და ჯანდაცვის ხარისხის გაზრდის ხარჯზე გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა
და ადამიანები რომელბიც აქამდე 80 წლამდე ცხოვრობდნენ ისინი 90-100 წლამდე ცხოვრობენ
და ასაკიანი ხალხის წილი საზოგადოებაში იზრდება
ერი ბერდება
გერმანიაშია მაგალითად ერის გადაბერება დიდი პრობლემა
ხალხი 65 წლის ასაკში გადიოდნენ პენსიაში და ეს ხალხი დღეს 100 წლამდე ცხოვრობენ
და უხეშად რომ დავთვალოთ
15 წლის მაგივრად ეხლა 35 წელი უნდა "არჩიონოს" სახელმწიფომ პენსიონერი
ამ მიზეზით საპენსიო ასაკი გაზარდეს ეხლა თუ არ ვცდები 70 წლამდე
საქართველოში ამას ემატება ქართველების მიგრაცია ევროპის ქვეყნებში
და როგორც წესი შრომისუნარიანი
ახალგაზრდა თაობა მიდის
პენსიონერი სამსახურს ვერ იშოვის ელემენტარული ლოგიკაა
პლუს შობადობა საქართველოში არასდროს არ იყო დიდი
ჩვენ რომ 2-3 შვილი გვყავს სიტყვაზე
აზერბაიჯანელს ისევ საქართველოში 4-5 შეიძლება ყავდეს
ნუ ციფრები არ არის ზუსტი მაგრამ დაახლოებით სურათს ქმნის
ალბათ ამ მიზეზებით მართლა გადაბერებულია ერი
ეხლა რა დასკვნები გამომაქვს მე აქედან:
ახალგაზრდები გარბიან ევროპაში სამუშაოდ
მოდი ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო
რომ ქართველებს ევროპაში გაქცევა არ დაგვჭირდეს და საქართველოში დავრჩეთ
მე ვარ გერმანიაში 2019 წლიდან
მანამდე 2004 წლიდან საქართველოში ვმუშაობდი ექიმად
თითქმის 15 წელი
უბრალოდ ვითმინე-ვითმინე
და რომ მივხვდი რომ თვეში 15 მორიგეობას ვაკეთებდი
და სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი და ისიც სასაცილო ხელფასზე
ავიკარი გუდა ნაბადი და ვარ გერმანიაში
4-5 მორიგეობა თვეში
და მინიმუმ 3-ჯერ მეტი ხელფასი მაქვს საქართველოსთან შედარებით
15 წელი ვითრიე ფეხი
რომ მდომოდა წამოსვლა თავიდანვე წამოვიდოდი, ბევრად უფრო ადვილიც იქნებოდა უფრო ახალგაზრდასთვის (41 წლის ვარ ეხლა)
არ მინდოდა წამოსვლა მაგრამ წინსვლის მაგივრად უკან მიდის საქართველო
ჩემთვის ყველაფერი გაძვირდა
მგზავრობაც