ზუსტად.მართალი ხარ.
ახლა,მთელი ეს ლაპარაკი,შეფასებები,ასეთია,ისეთია,მეტრანახევარია,მელოტია,მსუქანია,
უცხო ენა არ იცის,ინტელექტი აკლია და ა.შ. ფუჭია,რა აზრი აქვს.მოსახდნი მოხდა.
სხვა რა დაგვრჩენია,უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,ვნახოთ,რა მოხდება.ცოტა
ხანი ვაცალოთ და მერე გავაგრძელოთ!
ერთი რაღაცის დაწერა მინდა,მაგრამ არ მეცეთ და არ ჩამქოლოთ.
ერთ წინადადებას წაიკითხავენ და ეგრევე იარლიყს მოგაკერებენ.
გუშინ,ჩარკვიანმა ილაპარაკა და მეც დაახ.მსგავსი რამ მაინტერესებს.
რა გინდათ ამ ვანო მერაბიშვილისგან?
პოლიტიკაში მოდის? ნათქვამი აქვს,რომ პოლიტიკაში ბრუნდება?
რამე პირადი ინტერესი აქვს?
პოლიციის რეფორმა მის ხელში მოხდა და როგორც ვიცი,პოლიციელები
დღემდე დიდ პატივს სცემენ.6 თუ 7 წელი იჯდა კამერაში მარტო.ვერ მოახერხეს
მისგან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა,დაჟე თავზე ზეწარწაფარებული
გაიყვანეს კამერიდან.თავის დროზე,ვერც პატარკაციშვილმა მოისყიდა და საერთოდ,
დაძინებას უპირებდა. მოიხადა სასჯელი და გამოვიდა,ხო?სასამართლომ აუკრძალა
პარტიაში,რომლის შექმნაში თვითონაც მონაწილეობდა,ვინმეს მხარდაჭერა? თუ რამე არ
ვიცი,მითხარით.