აქ რაღაც უაზრო კრიტიკა დაიწერა ემიგრანტების
ჩამოდით და ჩვენთან ერთად იცხოვრეთ გაჭირვებაში ან ჩვენზე მეტს რას აკეთებთო და ა,შ
ეკონომიკურ პარამეტრებში ჩაიხედეთ
1 ემიგრანტი საშუალოდ 2-3 მანდ მყოფს არჩენს
1,6 მილიარდი დოლარი ანუ 4,5 მილიარდ ლარამდე იგზავნება პირდაპირი წესით + უამრავი რამ რაც პირდაპირ ფულად გზავნილში არ აისახება
ბევრი მანდ სწორედ ემიგრანტების ხარჯზე ჭამს და ცხოვრობს
მაგ გამოგზავნილი ფული რომ ისევ შიდა ეკონომიკაში ტრიალებს(მათ შორის გადასახადების ნაწილში) ესეც რთულად მისახვედრია?
ან საშუალოდ 1 000 ლარიანი ხელფასიდან 200 ლარს(20%) რო იხდი ბიუჯეტში ეს უფრო მეტია თუ საშუალოდ 1 ემიგრანტი 1 000 დოლარზე მეტს ანუ 3 000 ლარამდე რომ აგზავნის ყოველ თვე და მანდ ინახავს რამდენიმე ადამიანს?
ან ემიგრანტი თავისი ნაგროვი ფულით მანდ რომ სიტყვაზე ბინას იყიდის ეგ ფული არ მიდის ქართულ ეკონომიკაში?
4 მილიონი კაცი ზის და თურმე ემიგრანტი თუ არ ჩავა, სიტუაცია არ იცვლება და ჩვენი ბრალი ყოფილა უმოქმედობა
ბევრმა ემიგრანტმა მანდ ყოფნის დროსაც ბევრ "მანდ მჯდომზე" მეტი გააკეთა სამშობლოსთვის და ეხლაც აკეთებს
ან ემიგრანტებს რომ ეპატიჟება ზოგი
მერე მაგათ თქვენ შეინახავთ 500 ლარიანი ხელფასით და 200 ლარიანი პენსიით?
ასე, რომ ემიგრანტები რომ არა
ჯერ საქართველოს მდგომარეობა რა არის ეხლა და მაგაზე უარესი იქნებოდა ბევრად
უქმრავი ემიგრანტი გაცილებით მეტს აკეთებს ქვეყნისთვის იგივე ფინანსურად, ვიდრე მანდ მყოფების დიდი ნაწილი (და მათგან ზოგი სამწუხაროდ მუქთახორაც)
ცოლის ან დედის გამოგზავნილზე რომ ცხოვრობენ, თან რომ კითხო ისეთი ვაჟკაცია მხარზე ბურზ არ დაისვავს და თან სადღეგრძელოები იცის, იცოცხლე
მკვდარს აატირებს და აალაპარაკებს
საქმე-საქმეზე რომ დადგება სიგარეტის ფული არ აქვს და კიდე ემიგრანტებს დაამუნათებს ბირჟაზე (ვის ხარჯზეც ცხოვრობს და ყიდულობს თუნდაც სიგარეტს)
და ბოდიში რა
თუ "ღრუზინულ" მენტალიტეტში ან ქოცხროვის საქართველოში არ მინდა შვილების გაზრდა
და საუკეთესო განათლება და მომავალი მინდა მივცე ჩემ შვილებს მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანაში
ისევდაისეც ჩემი შრომით და არა ვინმეს გამოგზავნილი ფულით
ყველამ თავის ცხოვრებას, არჩევანს და ოჯახს მიხედოს ჯობია
სანამ სხვის არჩევანს გააკრიტიკებს
არავისი საქმე არაა, მე ამერიკაში ვიცხოვრებ და ამ ქვეყნის მოქალაქე ვიქნები თუ მოზამბიკის
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Feb 2023, 19:57