ჩემო მაყვალა პირველი საცდელი ლენდ ლიზი 1941 წლის ნოემერში გაეშვა ირანში სულ რაღაც 3 ათას ტონამდე და რომელიც ირანის მოუწყობელი ინფრასტრუქტურით უნდა ჩაეტანა საბჭოთა კავშირში და შემდეგ უკვე მაგ საზღვრიდან ჩაეტანათ შუა რუსეთში. (მაგ პერიოდიდან იწყება ირანის ინფრასტრუქტურის სწრაფი მოწყობა პორტების ჩათვლით რომ გამტარუნარიანობა გაეზარდათ რომელიც მაგ მარშუტს დაბალი ქონდა), ხოლო მოსკოვის თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობდა 1941 წლის სექტემბრიდან 1941 5 დეკებრის ჩათვლით როდესაც ბლიცკრიგი ჩავარდა. მეორე შეტევითი ეტაპი კი მიდიოდა 1941 წლის 5 დეკემბრიდან 1942 წლისაპრილამდე .
ასე რომ თუ თვლი ნოემბერის ბოლოს ირანში ჩატანილმა 3 ათასმა ტონამ გადაარჩინა მოსკოვი არანაირი პრობლემა არაა.
ხოლო გუდერიანის წუხილი გავს ტოტალიზატორშიკის წუხილს ერთმა გუნდმა რო გაუსხა.
მაგრამ როგორც იტყვიან მზად ვარ დავეცე სატურნის ვორნების და ბანების ქვეშ თქვენი შეხედულების და აზრის გადმოცემის უფლებისთვის ფორუმზე
ისტრია ჩემო მაყვალა არის ვერტიკალური და ბრუნვადი, ამიტომ ხანდახან გამეორება ახასიათებს. აქ ხან მე და ხან სხვა უზერებს მოყავთ გასული ომებიდან მაგალითები არა იმიტომ რომ დედა რა ნაკითხები ვართო ვიძახოთ, არამედ იმიტომ რომ ამ ერთწლიან ომს რო ვუყურებთ ხშირად დეჟავიუს გრძნობა ჩნდება რომ ეს რაღაც ნაცნობია და სადღაც წაკითხული გვაქვს და ამ ისტორიას ვიცნობთ. თუ ისტორიას არა მითებით არამედ უფრო რეალისტუად შევხედავთ ეს მხოლოდ დაგვეხმარება დღევანდელ დღეს რაღაცეების მოდელირებაში .
ხოდა რო ვუყურებ ძალიან ბევრი პარალერია მაშინდელ გერმანიასა და დღევანდელი რუსეთს შორის , ნუ რა თქმა უნდა არის განსხვავებები მაგრამ ჩემი აზრით ძირეული თემები ემთხვევა.
1. გერმანია დიქტატორული ტოტალიტარული სახელმწიფო.
რუსეთი დიქტატორული ტოტალიტარული სახელმწიფო.
2. გერმანული ბლიცკრიგი-ოთხ თვეში საბჭოთა კავშირის ძირითადი ნაწილის და მოსკოვის აღება
გერასიმოვის ბლიცკრიგი 3 დღეში კიევის და 2 კვირაში (თუ არ ვცდები) უკრაინის დიდი ტერიტორიის აღება.
3. ომის პირველ ეტაპზე წარმატებების მიღწევა-ვერმახტი მოსკოვთან
ომის პირველ ეტაპზე წარმატებების მიღწევა-რუსების არმია კიევთან
4. გერმანელების არმია მოსკოვთან -ულვაშა მოსკოვში რჩება (ბრძოლა ბოლომდე)
რუსების არმია კიევთან -ზელენსკი კიევში რჩება მიუხედავად რჩევისა ლვოვში გადასვლის (ბრძოლა ბოლომდე)
5. გერმანელების ბლიცკრიგის ჩავარდნა მოსკოვთან
რუსების ბლიცკრიგის ჩავარდნა კიევთან
6. ფრონტის ხაზის სტაბილიზირება და ომის გადატანა რესურსების ომში
ფრონტის ხაზის სტაბილიზირება და ომის გადასვლა რესურსების ომის ეტაპზე.
სტაბილიზირება არ ნიშნავს სტატიკურ ფრონტის ხაზს ისევე როგორ მეორე მსოფლიო ომის დროს მიდიოდა ორივე მხიდან სხვადასხვა სამხედრო
ოპერაციები ზოგი წარმატებული და ზოგი წარუმატებელი , აქაც იგივეა.
7. გერმანელების ბლიცკრიგის ოპერაციის ჩავარდნა ძირითადად მოხდა საბჭოთა კავშირის რესურსებით მაგ დროს ლენდ ლიზი ახალი დაწყბულიც არ
იყო ნორმალურად
გერასიმოვის ბლიცკრიგის ძირითადი ჩავარდნა მოხდა უკრაინის რესურსებით (რა თქმა უნდა იყო ომის წინ და ომის პირველ თვეებშიც დახმარება
ხდებოდა მაგრა ფუნდამეტი უკრაინის რესურსები იყო)
8. გერმანული ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა აშშ-ს დახმარება ლენდ ლიზით, რამავ უმნიშვნელოვანესი
როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში.
გერასიმოვის ბლიცკრიგის ჩავარდნი პარალერურად მკვეთრად გაიზარდა და დღემდე იზრდება დაავლეთის დახმარება უკრაინის მიმართ (თუ ერთი
და ორი ქვემეხი გვიხაროდა , დღეს თითინავები მოჯვით თემა გვაქვს) და ეს დახმარება უდიდეს როლს თამაშობს უკრაინის მომავალ გამარჯვებაში
9. ომის მიმდინარეობისას გერმანელების დანაკარგის ფონზე , მკვეთრად იკლო გერმანელის ჯარისკაცის მომზადების დონემ (კი ყავდათ შესანიშნავი
ნაწილებიც მაგრამ საერთო საშუალო დონე დაეცა )
რუსების სკადრო ნაწილების გამოფიტვის ფონზე იგივე ხდება , რუსული არმიის ჯარისკაცების საერთო საშუალო მომზადების დონე მკვეთრად
დაეცა (თუმცა ყავთ მაგათაც რაღაც სერიოზული ნაწილები )
ეხლა მთავარი
გერმანია დამარცხდა. და გერმანიის ბედს თუ როგორ იქნებოდა ერთიანი, გაყოფილი, გამოყოფილი წყვიტავდნენ მოკავშირეები
ხოდა აქ ჩემო მაყვალა ვიფიქროთ, წესით და რიგით თუ გავყვებით პარალელებს დასავლეთის მიერ დღევანდელი პოზიციის შენარჩუნებამ რუსეთის
მარცხი უნდა განაპირობოს და ნეტა ვინ გადაწყვიტავს რანაირი იქნება რუსეთი მომავალში?
ისტორიიდან გვაქვს გერმანიის მაგალითი.
კიდევ არის პარალელები მაგრამ ამდენის წერის თავი არ მაქ . ნეტა ესეც არ დამეწერა. გამაშავებენ ეხლა
ეხლა ვუყურე გორდონს, ტიპი მაგარი გაბრაზებული იყო. კორუფციაზე ლაპარაკობდა. ეს ვინ დაუნიშნიათ გაგანია ომის დროს შესყიდვების უფროსად თავდაცვაში. ვატნიკი კაცო. გორდონი ლამის ტელევიზორიდან გამოძვრა.
This post has been edited by მაოძედუნი on 9 Feb 2023, 21:24