ეს არის ტყუილი და ბინძური ცილისწამება
2011 წლიდან ანუ როცა რევოლუცია დაიწყო ვიძახდი მხარს ვუჭერ ასადის დამხობას და ამერიკის პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას თქო
უამრავი პოსტი მაქვს ამაზე შესაბამის თემაში
მის მერე კი რაც ისლამისტი კანიბალები (ისის-ი და ალ-ქაედა) გამოჩნდა სირიაში, დაიწყეს არნახული სისასტიკეები(თავების მოჭრა, ადამიანის გულის ჭამა და ა,შ) დავწერე, მე მორალურად ამ ძალების მხარეს ვერ ვიქნები თქო, რევოლუცია გადაიზარდა ისლამისტების თარეშში და დაკარგა რეალური სახე თქო
ირანზეც ანალოგიურად, 2011 წლიდან ვიძახი, რომ ეს პრობლემა მზარდია და საჭიროებს მოგვარებას, აიათოლას რეჟიმის დამხობა კი შეუძლია მხოლოდ ამერიკას პირდაპირი სამხედრო გზით
აი 27 000-ზე მეტი პოსტი მაქვს ფორუმზე
ერთი ჩემი პოსტი დამიდეთ
სად გამოვხატე ასადის ან ირანის მხარდაჭერა
ხო ცილს მწამებთ, ნუთუ ერთ პოსტს ვერ პოულობთ?
ეს არის მორიგი ბინძური ცილისწამება (როგორც სომხეთზე)
რახან დეტალურად დავსვი ყველა პროგნოზი, რახან ვვარაუდობდი(ასეც მოხდა) რომ ირანი სირიაში ომს მოიგებდა ანუ სუფთა სამხედრო კუთხით ვაფასებდი მოვლენებს სწორად და სწორიც აღმოვჩნდი პროგნოზებში (ანუ თუ მტრის ძალას სწორად ვაფასებ)
ამიტომ ირანის ან ასადის მომხრე ვარ?
ზოგიერთი "ექსპერტივით" სისულელეები უნდა მეწერა(მერე თემიდან რომ გაიქცნენ) და მაშინ ვიქნებოდი კარგი? ესაა ლოგიკა?
ბოდიში, მარა კიდევ ერთხელ ვიმეორებ
არ მაინტერესებს ვის გემოვნებაში ვზივარ და ვისში არა
ყოველთვის ვწერ სიმართლეს და სწორად ვაფასებ მტრის ძალასაც კი
მე ვარ გერმანიის(ევროპის) და ამერიკის(სადაც ეხლა ვცხოვრობ) მომხრე
და საქართველოს გარდა მანაღვლებს უკრაინის ბედი (ამ დრომდე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ)
ამას ვიძახი ღიად და საჯაროდ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 11 Feb 2023, 23:02