ბოდიში როდის მოიხადა?
მაგ სტატიაში გელაშვილი ამბობდა, რომ სანდრა მიშას გაექცაო და კიდევ ახსენებდა ალანა გაგლოევას
გინება იქ არ ყოფილა და არც გაზეთი "რეზონანსი" დაუშვებდა თავის ფურცლებზე ბილწსიტყვაობას
ცემის მთავარი მიზეზი კი ქონება იყო
"ივანე მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა, გია სირაძე (ვალერი გელაშვილის ცემის საქმე)
1. ბრალდებულები და წაყენებული ბრალი
ივანე მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. ერეკლე კოდუა - სპეციალური
ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი. გიორგი სირაძე - სპეციალური ოპერატიული
სამმართველოს სამმართველოს უფროსი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტეტბა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“
ქვეპუნქტი.
2. რით გამოიხატა ქმედება
ბრალდების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს
პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი
გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი
გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით,
რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან
შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
პირადი ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის
სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის
იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური
ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ
სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან
საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
დავალების მიღების შემდეგ, ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური
ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო
მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს.
კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის
მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,
დაბლოკეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რის შემდეგაც თავს
დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური
რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით
37
ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც
დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.
https://www.transparency.ge/sites/default/f...v_angarishi.pdf........................................................................
აბა სად აგინებს სანდრას აქ?
„პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ამბობთ, კაცს რომ ცოლი გაექცევა ის რა პრეზიდენტია...მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს და თქვენ არაფერი იცით? წავიდა სანდრა და აღარ ჩამოდის. ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობა რომ არსებობდეს ამდენი ხანი უმიზეზოდ და მოგონილი მიზეზებით დაშორდებოდა ქმაარს? მიშას ჩემს სახლში ცხოვრება ალანა გაგლოევასთან ერთად უნდოდა. თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა სასდევს ის ჩემი პრეზიდენტი არ არის“, - ამბობს „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გელაშვილი.
https://old.newposts.ge/?newsid=37346-%E1%8...%83%9A%E1%83%98,
This post has been edited by Miss_Marple on 6 Feb 2023, 14:09