#60085441 · 9 Feb 2023, 13:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ევროპისგან და რა მოგვწონს ევროპაში. ჩამოვყალიბდეთ პიროვნულად და ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის ჭრილში. ანუ პიროვნებებმა შევაჯეროთ ჩვენი სურვილები.
მე პირადად მომწონს ის, როგორც ეპყრობიან საკუთარ ქვეყანას. ეპყრობიან საკუთარ კანონმდებლობას, როგორი მენტალიტეტი აქვთ, ის რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებენ. ქუჩაში დანახულ უმსგავსობაზე მიმართავენ პოლიციას და არ არიდებენ თვალს. პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს. პატივს სცემენ სხვა რელიგიას. და ა.შ.
არ მომწონს თუ როგორ უდგებიან საკუთარი ნაციის დემოგრაფიის საკითხს. კონკრეტულად რომ ვთქვათ სხვა ქვეყნის მოქალაქეები უფრო მრავლდებიან საკუთარი ეროვნების შემცირების ხარჯზე... არ მომწონს რომ იქაც იყიდებიან პოლიტიკოსები, მედია და რომლებსაც იყენებენ ჩვენს ქვეყანასში იმის საკეთებლად, რასაც საკუთარ ქვეყანას არც აკადრებდნენ.
ამიტომ ვფიქრობ ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა რომელიღაც ევროპარლამენტარის, ქართველი დემაგოგის თუ რუსი პოლიტოლოგის ინტერესებიდან.
|