
მიყვარს ეს კაცები და რა ვქნაა...მიყვარს იმის გამო, რაც მათ შექმნეს.
ნიკს რა ბედნიერი თვალები აქვს,
დავითს-გაბრაზებული,
როჯერსს-როგორი შეწუხებული,დაბნეული.
1973 წელი...Pink Floyd,ალბომი-"The Dark Side Of The Moon"!
უპრეცედენტო...
დიდებული შოკი მივიღე!
ახლაც მახსოვს ის დღე,ის ადგილი,სადაც მოვისმინე პირველად...
რა დამავიწყებს!
50 წელი გასულა,ნახევარი საუკუნე!
Pink Floyd-ი ყველაზე წარმატებული ალბომის 50 წლიან იუბილეს აღნიშნავს.
როჯერ უოტერსმა კი 50 წლის იუბილეზე, ხელახლა ჩაწერა იგი სხვა მუსიკოსებთან ერთად,ყოფილი თანამებრძოლების გარეშე...
უოტერსის ახალი "Dark Side" მნიშვნელოვნად განსხვავებულად ჟღერს Pink Floyd-ის ეპოქალური ნამუშევრებისგან...
გაანთავისუფლა როკ გიტარა,დაამატა რამდენიმე ტექსტი...
ეს ეგოა,უოტერს,ეგოო!
„ეს მუსიკა გამოხატავს ჩემს მანტრას,
რის თქმასაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი."-– ამბობს უოტერსი, –
"ჩვენ მივდივართ სიცოცხლის გაქრობისაკენ-ესაა მთავარი მესიჯი ჩვენს ტურში და ამაში დამნაშავეა ადამიანები!"-როჯერს უოტერსი-
მისი ბრძოლა მშვიდობისათვის,
მისი მწვავე გამონათქვამები შეიარაღებისთვის რბოლაზე,
კლიმატურ ცვლილებებზე,რეჟიმებზე,პოლიტიკოსებზე,
მისი ყველა ეს გზავნილი მსოფლიოსათვის,უდავოდ იმსახურებს პატივისცემას!
მაგრამ მაინტერესებს,როგორ წარმოუდგენია ამ დიდი იმპერიალისტების მორიგება,დაზავება,მშვიდობის დამყარება,
პატარა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით?!
როდესაც ის ერთ/ერთ თავის ინტერვიუში ამბობს რუსეთზე-
"ვის რა დაუშავაო რუსეთმა?"
თვალწინ წარმომიდგა ჩვენი პატარა აფხაზეთი,
ჩვენი პატარა მარგალიტი,
ჩვენი პატარა სასწაული,
უმოწყალოდ მიტაცებულ/გაძარცვულ/დარბეული...
ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში!
არ გაუგია,არ წაუკითხია,საქართველოში მომხდარ კატასტროფაზე?!
დიახ,ეს იყო კატასტროფა,
კატასტროფაა რაც ხდება უკრაინაშიც,
ხალხის ასეთი დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა- დანაშაულია!!!
რაზეც ადრე თუ გვიან,ყველა აგებს პასუხს,იმედია!!!
არ მინდა,ჩემს ნახევარ საუკუნოვან სიყვარულს ამ ლეგენდარული ჯგუფისადმი რამე ჩრდილი მიადგეს.
მინდა კარგად გაერკვნენ გეოპოლიტიკაში და შემდეგ აკეთონ მსგავსი განცხადებები!
ჩემი სიმპატია,ვიეტნამელი ბუდისტი ბერის, მშვიდობის აქტივისტის,
ცნობილი"გონების მამის" სახელით,Thich Nhat Hanh-ის სიტყვებით მინდა მივმართო
Roger waters-ს,David Gilmour-საც-
კი არ მოითხოვოთ,შექმენით მშვიდობა!
(f-ზე დავუდებ,იქნება წაიკითხოს)
Pink Floyd - Us And Them (Official Video)
(40) Pink Floyd - Us And Them (Official Video) - YouTube
ერთ-ერთი საუკეთესო ომის საწინააღმდეგო სიმღერაა.
გვიჩვენებს ომის უაზრობას
Pink Floyd - The great gig in the sky
https://www.youtube.com/watch?v=gryCFevszRQA scream of freedom
A scream of power
A scream of struggle
A scream of pain
A scream of triumph
Against every obstacle in your way "
"incredible vocal ...
it is still one of the most hauntingly beautiful pieces of music in history. "