პროგნოზები წავიდა და მიყვარს ეს საქმე

ყველაზე მაგარი იქნება მელიტოპოლთან გარღვევის მოწყობა და მინიმუმ მარიუპოლამდე გაწმენდა ტერიტორიის, საიდანაც უნდა შეძლონ ყირიმის ხიდის განადგურება.
ამ პირობებში, შემდეგი მიწოლა ყირიმის გადმოსასვლელთან (ხერსონის ოლქიდან გაქცევას ვინც ვერ მოასწრებს, მოუწევს ტყვედ ჩაბარება) და წლის ბოლოს უნდა იყოს ბრძოლა უშუალოდ ყირიმში.
ყირიმის დაცვა კი ხიდის აფეთქების შემთხვევაში კატასტროფულად რთულ იქნება. ცალკეა მოსახლეობის ევაკუაცია და დარჩენილების მომარაგება, მეორეა ცალკე ეფექტური დაცვის ორგანიზება ყირიმში და მისი მომარაგების ორგანიზება. თან თუ ყირიმში წავიდა ბრძოლა, ესეიგი არ გაქ უშუალოდ ყირიმში მომარაგების ცენტერები, რადგან ყველაფერს უკრები აწევენ ჰაერში.
ამ პირობებში კი როგორც არ უნდა ახტნენ და დახტნენ რუსები, ყირიმს ვეღარ უშველიან.
მარა მეორეს მხრივ, იმდენად ყველა მელიტოპოლის შტურმს ელის (ხერსონის მსგავსად), რომ
არ გამოვრიცხავ რეალური შეტევა სტარობილსკისკენ გაუშვან და ლუგანსკს მიადგნენ. უბრალოდ ლუგანსკის გათავისუფლება კიდევ უფრო დააგრძელებს ფრონტის ხაზს და ვერ მოხერხდება მანდ ისეთი უპირატესობის მოპოვება, როგორც ყირიმში ხიდის აფეთქების მერე.
მარა ყველაზე მოულოდნელი და ღადაობა იქნება ბახმუტთან რო მოაწყონ მთავარი კონტრა, მანდ ხო არავინ არ ელის