აქ რომ გამოკითხვა დაიდოს "შაჰ აბასი თუ ქეთევან დედოფალი", სპარსელიც მიიღებდა რამდენიმე ვაი-ქართველის ხმას, დარწმუნებული ვარ. ვინ თქვა, რომ შადიმან ბარათაშვილი მხოლოდ იმ ეპოქის შვილი იყო?! რენეგატობა უკვდავია სინამდვილეში.
თუ იცი, რომ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე მრავალი ათასი ქართველის სისხლს ღვრის მეზობელი, გახევს საერთაშორისო სამართლით შენს კუთვნილ ტერიტორიას, ავადსახსენებელი "ლეკიანობის" მსგავსად ყოველდღიურად იტაცებს, სცემს, ამცირებს, აჯარიმებს და ატუსაღებს შენს თანამოძმეს (რამდენიმე კაცი მოჰკლეს კიდეც), და მაინც რუსეთუმე ხარ, ესე იგი ზნეობრივი კომპასი მთლად გამრუდებული გაქვს.
ამას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ერთი პარამეტრით ყოფილიყო გამორჩეული ის უხსენებელი:
* იდეოლოგიურად უაღრესად ტოქსიკური და ქსენოფობიურია;
* მშვიდობაზე და განვითარებაზე ორიენტირებული არაა. ეკონომიკის მხრივ ტყუილად არ შეარქვეს "ბირთვული ბენზინ-გასამართი სადგური";
* საკუთარი მოქალაქეების უფლებები ფეხქვეშ აქვს გათელილი - ნახირს ფრონტზე უშვებს ხორცსაკებ მანქანაში, კრიტიკულად მოაზროვნეებს კი ციხეში ან უცხოეთში გადასახვეწად იმეტებს;
* იქნებ მისაბაძი პოლიტიკური კულტურა გააჩნია?! არა, ჩვეულებრივი მტარვალ-ტოტალიტარულ წარმონაქმნად გადაიქცა ომის შემდეგ.
როცა პლანეტის ყველაზე ოდიოზური ქართველთმოძულეების (ვინც კომარჟოპებს, ხრიუზინებს, ლობიოიედებს და ათას უმსგავსობას გვეძახიან) მხარდამხარ ხარ, აქ უკვე მედიცინა უძლურია.
This post has been edited by gorgini on 14 Feb 2023, 15:10