საღორემ უკრაინელები გვბომბავენო
პროვოკაცია იმ ექშან
კი არა და შიგ კრემლში ბუთქონ და დაისვენებს დედამიწა
რუსული მედია - მოსკოვის ოლქში დრონი ჩამოაგდეს, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო
28.02.2023 / 16:21
https://www.interpressnews.ge/ka/article/74...rastruktura-iqoმოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნასთან დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვორობიოვის მტკიცებით, დრონის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებული და არავინ დაშავებულა.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონი ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ჩამოაგდეს.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ, რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ორ რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმის ორი მცდელობა აღკვეთეს.
This post has been edited by მაწო:+) on 28 Feb 2023, 16:35