უკრაინამ, გერმანიისგან მიიღო, Skyranger-ის და Skynex-ის ტიპის უახლესი, მაღალეფექტური მობილური საზენიტო საარტილერიო სისტემები.
Skyranger და Skynex-ის საცეცხლე შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია, ძირითადი განსხვავება მოიცავს მათ გამშვებ მობილურ პლათფორმებს,
Skyrnex-ის შემთხვევაში საზენიტო საარტილერიო სისტემა განთავსებულია გერმანულო MAN-ის 6X6 შასის მქონე სატვირთოზე, ხოლო Skyranger განთავსებულია 8X8 ბორბლებიან შასის მქონე გერმანული მრავალმოდულური Boxer-ის ან შვეიცარული Piranha-ს ტიპის ჯავშანმანქანების ბაზაზე,
ორივე ახლო მანძილზე მოქმედი მობილური საზენიტო საარტილერიო სისტემის ძირითადი იარაღი გახლავთ Oerlikon Revolver Gun Mk3-ის ტიპის 35მმ-იანი ავტომატური ქვემეხი, იგი ჩაშენებულია კოშკურაში განთავსებულ Skynex Control Node 1-ის ტიპის კონტროლის მოდულში და
ჩართულია Oerlikon Skymaster Battle Management სისტემაში, რომელიც კოშკურაზე განთასვებული ინტეგრირებული სენსორების კომპლექტით, რომელიც მოიცავს Oerlikon X-TAR3D-ის საშუალო მანძილზე(20-50კმ) მოქმედი რადარს, ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი ხედვის კამერას და ლაზერული მანძილმზომს, უზუსტესად, მაღალი ეფექტურობით რადარის მიერ აღმოჩენა-მიდევნება-იდენტიფიკაცია და ჩაჭერის შემდეგ ავტონომიურ ან კონტროლის მოდულში მყოფი ოპერატორების მიერ მართვით ნახევრადავტომატურ რეჟიმში ანადგურებს 4000 მეტრ მანძილზე მყოფ პილოტირებად და უპოლოტო ავიაციას, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრენ შვეულმფრენებს, ფრთოსან რაკეტებს, ნაღმებს და საჰაერო ბაზირების სახმელეთო მიზნებზე მოქმედ რაკეტებს,
თავად, 35მმ-იანი Revolver Gun Mk3-ის ტიპის ქვეემხი წარმოადგენს უაღრესად მაღალი სიზუსტისა და მძლავრი საცეცხლე შესაძლებლობების მქონე იარაღს, რომელსაც შეუძლია სწრაფი ერთჯერადი გასროლები წუთში 200 გასროლით ან მაქსიმალური სიჩქარით წუთში 1000 გასროლა,
Revolver Gun Mk3 იყენებს 2 ტიპის ჭურვებს, საჰაერო და სახმელეთო მიზნებისთვის,
საჰაერო მიზნებისთვის გამოიყენება 35 მმ AHEAD-ის ტიპის ფეთქებადი სუბელემენტებისგან შემდგარი პროგრამირებადი ჭურვები, რომლებიც სამიზნის წინ იწვევს ერთგავრ ღრუბლისებრ აფეთქებას, რასაც მინიმუმამდე დაყავს მიზნის გადარჩენის შესაძლებლობა,
სახმელეთო მიზნებისთვის იყენებს 35მმ-იან FAPDS-ის ტიპის ჯავშანგამტან ჭურვებს, მოქმედების მანძილით 5 000 მ.
კოშკურის ვერტიკალური ამაღლების დიაპაზონი - 80⁰-მდე,
კოშკურის ბრუნვის ტრავერსი - 360⁰
ჭურვების მარაგი - 220 ცალი.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Skynex და Skyranger-ის ტიპის მობილური საზენიტო საარტილერიო სისტემები, თავისი უახლესი ციფრული ცეცხლის მართვის სისტემის, ავტონომიურ/ნახევრად-ავტომატურ რეჟიმში მოქმედების, 35მმ-იანი Oerlikon Revolver Gun Mk3-ის ტიპის ქვემეხით და პროგრამირებადი ჭურვების მეშვეობით გახლავთ საუკეთესო სისტემა თავის კლასში, რომელთა განთასვება მოხდება მაღალი ღირებულების მქონე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ისე სამოქალაქო ობიექტების დასაცავად.
უკრაინას გადაეცა 2 ბატარეა, ღირებულება 200 მილიონი ევრო
ზემოაღნიშნული სისტემებით, თავად გერმანია იცავს დედაქალაქ ბერლინს და მის სტრატეგიულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მაშტაბით(გეპარდები ჩაანაცვლეს ამ სისტემებით)

This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Mar 2023, 04:39