ძაან აგდებულად უყურებ გეპეის. გეპეიში ნასწავლ ინჟინრებს რომ არ აკარებენ იმიტომ ემართებათ ეგეთი სირობები მშენებლობაში ყველგან. იმიტომ რომ ვინც აშენებს უდიპლომო მოყვარული თვითნასწავლი ფულიანი ''მშენებელ-ბიზნესმენები'' არიან. ჩვენთან არ არსებობს კანონი, არ არსებობს კონტროლი. პროექტის შეტანა და დამტკიცებას არ ჭირდება არქიტექტორის დიპლომი, ჩვეულებრივ ვაჭარს ან სვარშიკს შეუძლია რამე სირობა დახაზოს და მიიტანოს ჩაიბარებენ.
ბევრი მცოდნე მშენებელი, არქიტექტორი იმიტომ არ/ვერ მუშაობს რომ მათი ადგილები უკავიათ ნაცნობობით-ახლობლობით აყვანილ თვითნასწავლ კადრებს. კვალიფიცირებული კადრი აყავთ 1-2 კაცი მთელ გუნდში ''გელად'' უნდა იხმარონ ბოლომდე და რაც შეიძLება ცოტა გადაუხადონ ))))) მშენებლობა ჩვენთან დიდი ბიზნესია
წინა მთავრობამ გააუქმა რეგულაციები რაც იყო და ამ მთავრობამ წარმატებით გააგრძელა იგივე. რაც გინდა ააშენე, არავინ არაფერს არ გთხოვს, მთავარია მერიას სასაცილო რეგულაციებში ჩაჯდე და მორჩა. თვითნასწავლი კაფელშიკების აშენებულ ვილებში ცხოვრობთ. რა გულით ყიდულობთ ახალ ბინებს მე არ ვიცი, წარმოდგენა არ აქვს ბევრს სად ცხოვრობს. ღმერთმა არ ქნას თურქეთის მსგავსი მიწისძვრა თორემ თბილისი და ბათUმი კუბოებით აივსება. სხვა ქალაქები ნაკლებად, კომუნისტების ნაშენებია ძირითადად.
პს. უსამართლო ტენდერების სისტემა გვაქვს.
გამოიტანა სახელმწიფომ ტენდერი რომელიმე გზის ასაშენებლად. აბა დაესია მშენებლები ტენდერის მოსაგებად. ვინც უფრო ცოტა ფულით აშენებას შეთავაზებს სახელწმიფოს ის იგებს. ვითომ კარგია არა? ეს არის სისულელე, ცუდი! ერთმანეთს რომ აჯობონ მინიმალურ თანხას წერენ, ლამის მოგება რომ არ დარჩება იმ ფასად იგებს უმრავლესობა ტენდერს. მერე ფული რაში ამოიღოს მაშინ რიტი იცხოვროს? ჰოდა აქ იწყება რაც იწყება. პროექტში ჩალიჩით დააკლებს მასალებს, სადღაც მეტს გაწერს ვითომ მეტი მიწა გაიტანა ან რამე მსგავსი და იმის ფულს ჩაიჯიბავს. სხვა ვარიანტში უფასოდ მოუწევს პროექტის კეთება. ვინც პროექტს აკეთებს იცოდეთ მოპარვის გარეშე მოგება არ ექნება. ეს უაზრო წესი გასაუქმებელია, სხვა სისტემააა მოსაფიქრებელი.

თუ გვინდა ქვეყანას ყავდეს პროფესიონალი ინჟინრები, მშენებლები, არქიტექტორები, მათ უნდა დარჩეთ თანხა რითიც იარსებებენ და ეღირებათ ამ პროფესიაში ''დარჩენა''. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ის სურათი რაც არის დღეს. უფასოდ არავინ არაფერს არ გააკეთებს. დღევანდელი სისტემა კი მორგებულია პროფესიონალი კადრების უფასოდ მოხმარებაზე. ''თუ არ მოგწონს წადი'' ''შენს ადგილას სხვა მოვა''.
This post has been edited by Mr Angry on 22 Feb 2023, 19:17