#60142189 · 28 Feb 2023, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქვეყანა და სახელმწიფო არაა ერთი და იგივე. სახელმწიფო არის არჩეული მენეჯმენტი, რომელიც მართავს ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სტრუქტურებს.
ჯარი, პოლიცია, საბაჟო და ა.შ. არიან ამ სერვისების განმახორციელებლი სტრუქტურები.
ყველა მათგანის შესახებ მსჯელობა უნდა ეფუძებნოდეს სახელმწიფო საჭიროებებს, ლოგიკას და კონსტიტუციას. უადგილო და დაუშვებელია პატრიოტიზმისა და სხვა არამატერიალური ღირებულებების მოშველიება ასეთი მსჯელობისას.
ჯარში, პოლიციაში, საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა არ შეიძლება იყოს სავალდებულო. სავადებულოობის შემთხვევაში გაუგებარია რა პრინციპით უნდა დავაყენოთ ერთი მეორეზე უპირატეს მდგომარეობაში. სახლმწიფოს მდგრადობისთვის განსხვავბულ შემთხვევაში შეიძლება პოლიცია უფრო უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ვიდრე ჯარი, ან თუნდაც უსაფრთხოების სტრუქტურები. რა პრინციპით ავარჩიოთ სად იყოს მსახურება სავალდებულო?
სავალდებულოობა საერთოდ გაუგებარი ცნებაა. თუ ვუშვებთ, რომ რაიმე მომსახურების გაწევის ვალდებულება აქვს ვინმეს, რა გვიცავს იმისგან რომ ხვალ არ ვიქნებით ვალდებული სხვა სერვისი გავწიოთ "დიადი მიზნისთვის"? ცნობისთვის საბჭოთა კავშირში კოლმეურნეები ვალდებული იყვნენ საერთო საქმისთვის ემუშავათ მინდორში და გარკვეული გეგმის შესრულების მერე ჰქონდათ უფლება საკუთარი პირადისთვის მიეხედათ.
ეკონომიკურ მხარესაც შევეხოთ. ჩვენ ჯარში მიგვყავს ის ხალხი, რომლებიც თავისთვის თვიურად საშუალოდ 1000-2000 ლარს გამოიუმუშავებენ და ქმნიან ამაზე მეტ დოვლათს ქვეყნისთვის. ასეთ ადამიანს ჯარში "გაწვევით" წელიწადში ვუკარგავთ შემოსავალს, ქვეყანას ამ დოვლათს და ძალიან დიდი ალბათობით ვუფუჭებთ კარიერას. სანაცვლოდ ვიღებთ "შრომას", რომლის საჭიროებაც საეჭვოა, ღირებულება კი ბევრად დაბალი. აქ არ შევეხები იმას, თუ რამდენად საჭიროა ის ადამიანური რესურსი, რომელიც ახლა გვყავს ჯარში და შეიძლება თუ არა მისი ოპტიმიზაცია.
1. ჯარი საჭირო და აუცილებელია. 2. ჯარი უნდა იყოს კვალიფიციური. 3. ჯარისკაცი უნდა იყოს მოტივირებული.
როგორია სწორი მიდგომა, რა გვჭირდება რო მივიღოთ და როგორ? კარგად აღჭურვილი, ნებაყოფლობითი და კავალიფიციური ჯარი კონკურენტული ანაზღაურებით.
|