Xaxutaishvili Irma
28 мин. ·
გადმოვაკპირე,
აი ერთი, ერთი რაიმე სერიოზული მიშას დროს დოკუმენტურად არ გაკეთებულა, იმიტომ კ არა რომ მშას არ უნდოდა, ისედაც ემონებოდა მიშა, მისცემდნენ სესხს, ეს აირებდ ანახევარს ჯიბეში ჩაიდებდა და ამით იყო ბედნიერი,
▪️2013 წ. საქართველოს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა;
▪️2013 წ. თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი კულტურის დარგში;
▪️2013 წ. ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი საქართველოში;
▪️2013 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით;
===ასოცირების შეთანხმება ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს;
▪️2013 წ. ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ;
▪️2014 წ. ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე;
▪️2014 წ. შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის ფარგლებიც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება;
▪️2014 წლის 26 ივნისს, საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი;
===2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით;
▪️2014 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი;
▪️2015 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა;
▪️2015 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრის დროს მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი;
▪️2015 წლის ქ. თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ჯანდაცვის საკითხებზე;
▪️2015 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები;
▪️2016 წ. ევროკომისიის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას;
▪️2016 წ. ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა;
▪️2016 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა;
===2016 წლის 23 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას;
===2016 წლის 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ძალაში შევიდა;
====2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა;
▪️2017 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა;
====2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველო ოფიციალურად გახდა ენეგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი;
▪️2017 წ. ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი საქართველოში;
▪️2017 წ. საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა;
▪️2017 წლის 20 ნოემბერს, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების განახლებული დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს;
▪️2018 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი;
▪️2018 წ. პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა;
▪️2018 წ. საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა;
▪️2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი დონის პირველი შეხვედრა;
▪️2018 წ. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეა;
▪️2019 წ. ქ. თბილისში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომა;
▪️2019 წ. ბათუმის ტრადიციული მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს;
▪️2019 წ. საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა;
===2020 წლის 2 აგვისტოს, ძალაში შევიდა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმება;
▪️2021 წ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაზე მიღებული იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი;
===2021 წ. ხელი მოეწერა ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე;
▪️2021 წ. ბათუმის ტრადიციული მე -17 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ჰიბრიდულ ფორმატში;
▪️2021 წ. საქართველომ უმასპინძლა ასოცირებული სამეულისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ლიდერთა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას;
▪️2021 წლის დეკემბერი: საქართველოს და ევროკავშირს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის თაობაზე;
===2022 წლის მარტი: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები შეუერთდა გაზის შესყიდვის ევროკავშირის ერთიან პლატფორმას;
===2022 წლის 3 მარტს, საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკაშირის წევრობაზე!
https://www.facebook.com/photo/?fbid=234854...186936483702299