აუ ეს მტირალა ხალხი იმენა რა დამღლელია რა. დილიდან მეთქი ძლივს ერმა რაღაცა პატარა გამარჯვება ვიზეიმეთ, და წავიდა მთელი დღის განმავლობაში ტირილი და გოდება :დ..
თან სავარაუდო არც დადის ეს სასტავი აქციებზე, იმენა დივანის გენერლები, ან რავი სადმე ამერიკებში და ევროპებში წამოწოლილები, ამუნათებენ , ყველას, აი ყველას ყველაფერზე..
დილით გაზის პახმელია მქონდა ბლიად, და წელი და ხერხემალი მტკივა 2 დღეა, ამ ბავშებმა და ამ ხალხმა იმდენი ქნეს რო მთელ მსოფლიოს საქართველოზე ჰქონდა ინფორმაცია, სიენენი ბიბისები და , ტვიტერები და აშ ტოპში ვიყავით, იმ ქალის ევროკავშირის დროშის ქნევა ყველამ ნახა,,
დადგა მეორე დღე და კანონი უკან გაიწვიეს, ხალხმა გაიგო თუ რისი ეშინია ყველა ხელისუფლებას, და ყველა ხელისუფლება გაიგებს რო ახალგაზრდები არის ის სოციუმი რომელსაც ვერც შეაშინებ და ვერც გააშავებ,
ის მაინც გაიაზრეთ რო თუ სტატუსი მივიღეთ, აბსოლუტურად 90% იქნება ამ ორ დღეში იმ გაზის მსუნთქველი ხალხის დამსახურება, .. აი ეს გაიაზრეთ მარტო რამხელა სიკეთე დადგება ქვეყნისთვის და მომავალისთის..
რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მე პირადად ოცნება 2016 წელს უკვე გადახაზული მქონდა, ყველგან ვამბობ არ არსებობს ხელისუფლება რომელიც წლიდან წლამდე უკეთესი გახდება, რაც უფრო დიდხანს იქნება მით უფრო აბსურდულ ბოროტებებს ჩაიდენენ.. მაგრამ პრაგმატულად შემოდის აქ მეორე მომენტი, ოპოზიცია უბრალოდ არ გვყავს, რაიმე კოალიცია მაინც დადონ რო , ხმის მიცემის მოტივი გვქონდეს.. ამას პროცესი ჭირდება და პოლიტიკოსების ნება, კომპრომისებზე წასვლა და ა.შ. ამათი ხელისუფლებაში ყოფნა აღარავის აღარ უნდა ნორმალურს, და ერთადერთი მოვალეობა ეხა ოპოზიციის არის კოალიციის მორტყმა, თუ გვინდა რო რამე გამოვიდეს....
ვადამდელი რო გაიჩალიჩონ და ისევ ამათმა მოიგონ , იმიტომ რომ ოპოზიციამ ვერაფერს მოაბას თავი, არ ვიცი ალბათ გავგიჟდები, და მერე წავალ საქართველოდან უეჭველი თან გიჟი

.