#60191709 · 14 Mar 2023, 02:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდე ერთხელ დავწერ თემა იმაზე კი არაა, მერაბი ვისიანი, ჩემიანია თუ სხვისიანი
ამის გარჩევას არც ვაპირებ. და დარწმუნებული ვარ ბევრ საკითზე ჩემგან განსხვავებული შეხედულებაც აქვს.
უბრალოდ თემა არის იმაზე, რატო არ მიულოცეს. არც ის მომწონს რომ სპორტით სპეკულირებენ პოპულისტობენ და ბუსტავენ მილოცვებს. მარა ყველასთან რომ აკეთებენ ყველაზე, კითხვა ჩნდება უბრალოდ რა გააკეთა მერაბმა ისეთი რაც სხვებისგან გამოარჩევს ამ კუთხით.
ერთადერთი რაც გააკეთა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ასევე ღიად თქვა რომ რუსები საქართველოსაც დაესხნენ თავს და ოკუპანტები არიან.
სხვა ისეთი არაფერი არ უქნია, არცერთ შიდა პოლიტიკურ საკითხზე მხარე არ დაუფიქსირებია, არც სააკაშვილი გამოუშვით უძახებია და არც რამე ისეთი რაც შიდა პარტიული თემაა.
და გამოდის და მხოლოდ იმის გამო "გამოარჩიეს" რომ რუსეთთან მიმართებაში პოზიცია ღიად დააფიქსირა.
თორე ეხლა აქ რა თემაზეც მიდის ლაპარაკი, ლგბტ-თან მიმართებაში როგორი პოზიცია აქვს, რა შუაშია საერთოდ და რა თქვენი საქმეა. ორკებს რომ ვეძახით, მაგათთან პოზიციის გამო კი არ უნდა იყოს პრობლემა, თუ ადამიანს უკრძალავ პოზიცია ქონდეს ეს ფაშიზმია. პრობლემა არის ამ პოზიციის ძალადობრივი მეთოდებით გატარებას რომ ახდენენ. გამოვიდნენ და ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, რომ არ უნდა იყოს ლგბტ პროპაგანდა, მათი უფლება ეს და ყველას აქვს ამის უფლება. თუ ფიქრობ რომ შენთვის პრობლემატურია ესე რომ ფიქრობს ვინმე კონკრეტულად, დაელაპარაკე და ეცადე გადაარწმუნო.
|