#60200158 · 16 Mar 2023, 22:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი და იგივე შეცდომებს უშვებდა ყველა მთავრობა რაც გვყოლია. სულ ცდილობენ მტრის ხატით მანიპულირებას და ბოლო ეღებათ სულ სხვა რამით. შევარდნაძე იყო და ზვიადისტებით აშინებდა მოსახლეობას, მიშა იყო და რუსებით, ქოცები არიან და 9 წელეთი ან ნაცებით. ეს გახლავთ სავოკური სტილის აგიტაცია, ისინიც სულ ხალხის მტრებით და დასავლეთის აგენტებით აშინებდნენ მოსახლეობას... სსრკ ტოტლიტარული სახელმწიფო მაინც იყო და ახლა ეს ქვეყანა ვერ გაიგებ რა არის, რაღაც გაუგებარი პოსტსაბჭოთა კონგლომერატი. აგიტაციამ გაჭრა? არა, რადგან 9-10 წლის მერე გროვდება ყველა მთავრობის ნაკლის მეტობა სიკეთის სიმცირესთან შედარებით, დემოკრატია და გარეკონტროლი არ უნდათ და ზომიერება მაგათ არ იციან. :დ
რა საჭიროა ეს 10 წლიანი ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული ერთპარტიული ურჩხული? 4 წელი გავა, წადი შინ. არ მიდიან, არ ესმით, არ აწყობთ, ეშინიათ თუ რა ვიცი კიდევ რამდენი რამ...
ახლა შეასრულებენ 12 პუნქტს ქოცებისთვის ვაია, არ შეასრულებენ და უი. რა უნდა ქნან, აგრესიის გარდა არსენალში არც არაფერი დარჩათ, კობახიძე უკვე ფაშისტები მაგნებიო იძახის, ჭინკები და სატნებიო. :დ
ადრე სულ ვფიქრობდი პარლამენტში რომ უმრავლესობა იურისტები იყვნენ, კანონებს კარგად მაინც დაწერენ თქო... ახლა კი არიან, მაგრამ სამაგიეროდ არც ისტორია იციან, არც სოციალური მეცნიერებები და არც პოლიტიკა. :დ განწყობის თეორია გაგონილიც არ ექნებათ.:დ ფუტბალისტებს, რეგბისტებს და მოჭიდავეებს რა უნდა მოთხოვო, გასაგებია ისინი რისთვისაც არიან. :დ
ჰოდა, წასულია ქოცების საქმე, ერთი ორი აქცია და ჩამოიშლებიან. ჭინკების და სატნების ძახილი არ უშველით, ვერც რუსები...ახალგაზრდები არ დაბოლდებიან მაგათი ბლუკუნით, მათზე უფრო განათლებულები და ჭკვიანები არიან. ჩაო ქოცინო. :დ
|