"შეძლებისდაგვარად"
ყველა პოლიტიკოსი მიხვდა უკვე, რომ თემას საკუთარ თავზე თუ მოირგებენ და დაბრენდავენ აქციას როგორც მაგალითად "ნაცების აქციად" აი მანდ ერხევათ და ხალხი არ გადის ქუჩაში.
რა ქნა ამ დროს იაგოს გირჩმა?
1) დააორგანიზეს ამ საკითხზე აქციები, სრულად 36-ის ბრენდირებით. არანაირი კოორდინაცია სხვა პარტიებთან (განსაკუთრებით ჯაფარას გირჩთან) ან არასამთავრობოებთან.

2) "რუსული კანონი" შემოგდებულია იმისთვის, რომ ჯარის კანონი გადაფაროსო (უბრალოდ სასაცილოდ გაიხადეს თავი).
3) NGO-ების აქციებზე ჩვენ არ ვიკლავთ თავს, რადგან ტაქსისტების (შმაქსის) მაგალითზე მივხვდით, რომ იმათი შველა არ ღირს, ვინც საკუთარ თავს არ შველისო. ამიტომ ჯარზე ვკონცენტრირდებითო (ახლა ხო ჩანს მიზეზი რატო კონცენტრირდნენ ჯარზე?).
4) 7-9 მარტის აქციების შემდეგ დაწერეს ეს:

7-9 მარტის აქციების შემდეგ კონტექსტი, ალბათ, გასაგებია
მგონი, "შეძლებისდაგვარად" გააკეთეს ის, რასაც პარლამენტში აქამდე აკეთებდნენ - არაფერი/ვერაფერი მნიშვნელოვანი.
This post has been edited by Nickboy on 22 Mar 2023, 14:56