#60210712 · 20 Mar 2023, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
omerta
QUOTE | პირიქით უფრო მუშაობს ეგ საკითხი. ამდენი ავადმყოფის გამოჩენაზე უფრო იმუშავა. |
საქმეც იმაშია, რომ ორივე ავადმყოფობაა, როგორც მაგალითად ერთი მხრივ - რადიკალური ფემინიზმი, მეორე მხრივ - პატრიარქის გაკერპება ან სადღეგრძელოს დაძალება. პრობლემა იმაშია, რომ იმის მაგივრად, რომ ორივე ჩაითვალოს ავადმყოფობად, ყველა თავისას ნორმად თვლის და მეორეს - არასწორად. არა და ორივე თანაბრად მავნებელია ერის განვითარებისთვის.
Cignus
QUOTE | ჩემი აზრით ოპოზიცია და პოლიტიკოსები რაშიც სცდებიან ყოველთვის, არის საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება. უნდა აუხსნა რა ხდება საერთოდ რეალობაში. |
ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობის მიზანი არის ხალხის მასის, ანუ უმრავლესობის, თავის მხარეზე გადაყვანა. ყველა ქვეყანაში მასეა და სწორიცაა. პრობლემა კი იმაშია, თუ რომელი ფენაა უმრავლესობაში. თუ ცივილიზებულ ქვეყანაში პირობითად 5% მილიონერია, 75% - საშუალო კლასი და 20% - ბოგანო-ლუმპენი, საქართველოში 5% მილიონერია, 10% საშუალო კლასი და 85% - ბოგანო-ლუმპენი. ამიტომ, იქ თუ საშუალო კლასზეა პოლიტიკური პარტიების ორიენტაცია, ჩვენთან - ბოგანოზეა. ჩვენი "საშუალო კლასი" არის დაუკმაყოფილებელი "ციცო დეიდები", ნარკომანები, კრიმინალი, ბირჟის ლოთები და პირჯვარმწერი გაუნათლებელი ბიდლო.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|