ეს ასე არ არის და არ ეგონოს ვინმეს , რომ რეალურისგან განსხვავებით, ვირტუალურად იმ ქმედებების განხორციელება რასაც კეკელიძე ახორციელებდა ნორმალურია.
კერძოდ, 2021 წლის 27 ივლისის სტატიაში (წყარო:
https://on.ge/story/86175-%E1%83%99%E1%83%9...83%91%E1%83%A1)ვკითხულობთ: ,,On.ge ესაუბრა ტაო ჭალიძეს. როგორც ის გვიყვება, დაახლოებით 7-8 წლის წინ კეკელიძე Facebook-ით დაუკავშირდა და სექსი შესთავაზა. ტაო ამბობს, რომ მიუხედავად მისი უარისა, კეკელიძე კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ცდილობდა, გაიგო მისი ტელეფონის ნომერიც და ურეკავდა კიდეც. "სექსს მთავაზობდა აქტიურად. მეუბნებოდა, რომ ბევრ ჩემს დაქალთან ჰქონია სექსი და მაგით ცდილობდა "შებმას". ვპასუხობდი, რომ არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ რაღაც ქურთუკების ფოტო გამოვაქვეყნე, რომელი ვიყიდო-მეთქი და მომწერა, ყველა იყიდე, მე გიყიდიო. რაღაცების ყიდვას მთავაზობდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც აღარ ვპასუხობდი, ტელეფონის ნომერი გაარკვია და მირეკავდა ხოლმე. დღემდე არ ვიცი, საიდან გაიგო ნომერი. ისევ სექსს მთავაზობდა, ხან რაღაც სისულელეებს მეკითხებოდა, მაგალითად, სად ვყიდულობდი კოლგოტებს, ჩემი მეგობარი გოგოსთვის მინდაო.
ფეისბუქზეც დავბლოკე და ტელეფონზეც. ბოლო გადაკვეთა, თუ სწორად მახსოვს, 2015 წელს გვქონდა. გამომცემლობაში ვმუშაობდი, რაღაც გადაცემა ჰქონდა რადიოში, გამომცემლობიდან სტუმარი უნდოდა და შენ მოდიო. ამ გზით ეცადა ჩემთან კონტაქტს და სასტიკი უარი განვაცხადე წასვლაზე. როგორც ვიცი, ჩემს უფროსს უთანხმებდა, რომ გადაცემაში მივსულიყავი. უფროსთან მქონდა კომუნიკაცია, მე მაგ ადამიანთან ფეხს არ მივადგამ-მეთქი", — გვიყვება ტაო.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ძალიან დამთრგუნველი და შემაწუხებელი იყო.
"საშინლად მსტრესავდა ამ ადამიანის მოგერიება. იმდენად დიდი ზიზღის გრძნობა გამიჩინა მისმა ქმედებებმა, რომ დღემდე ტანში მცრის ეგ კაცი რომ მახსენდება".
ტაომ ამის შესახებ Facebook-ზეც დაწერა. პოსტს არაერთი ქალი გამოეხმაურა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კეკელიძე კომპლიმენტებს მაშინ უგზავნიდა, როცა არასრულწლოვნები იყვნენ." ე ი სახეზეა
პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიში 2017 წელს შესული ცვლილებით კოდექსს დაემატა ადევნების 151 პრიმა მუხლი.
მართალია, ქმედების განხორციელების დროს ეიგი დანაშაულად არ ითვლებოდა და ამის გამო სისხლის სამართლებივი წესით კეკელოძე ვერ დაისჯება, თუმცა არსობრივად კეკელიძის მიერ ჩადენილია მოქმედი კოდექსით დანაშაულად განსაზღვრული ქმედება.