levanius7გვენეტაძის წასვლაზე ვნახე ადრე სიუჟეტი (ახლა ვეღარ ვპოულობ ვიდეოს), რომ მისი წასვლა უკავშორდებოდა მოსამართლეების გამოცდების პასუხების გაჟონვას და შესაძლოა მაგით დააშანტაჟეს.
მისი თანაშემწის უძრავი ქონებაც ფრიად საეჭვოდ გაიზარდა ამ ამბების შემდეგ და შესაძლოა ეგ გამოიყენეს გვენეტაძის წინააღმდეგო ⤵️
კიდევ ერთი, მარტო ამ მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით უნდა აგონ პასუხი იმ მოქმედმა თუ ყოფილმა თანამშრომლებმა, ახლა რომ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და გულგრილები არიან სხვა ადამიანების უბედურების მიმართ!!!
ჩასწორება:
,,მოსამართლეთა გამოცდების ტესტები სავარაუდოდ გატანილია- მასალები პროკურატურას გადაეცა
სამართალი - 17:44, 19 Feb, 2016 1460
მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების წინასწარ გამჟღვავნებასთან დაკავშირებით საქმის მასალები პროკურატურას გადაეგზავნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიდა მოკვლევის თანახმად ტესტების გატანის ფაქტი დაფიქსირდა. საბჭოს წევრები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით საბჭოს წევრებს აღნიშნულ ფაქტთან შეხება თეორიულადაც არ ქონიათ, თუმცა ყველა მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა:
„სავარაუდო პირთა წრეზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ დავადგინეთ, რომ სავარაუდოდ ადგილი შეიძლება ქონდეს ტესტების გაჟონვას, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს მასალები გადაეგზავნოს პროკურატურას. ყველა მასალა იქნება ეს ვიდეო თუ ნაწერი გადაიგზავნება პროკურატურაში. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. საბჭოს წევრებს თეორიულადაც შეხება არ ქონიათ ამასთან. ყველა მზად არის რომ პროკურატურასთან ითანამშრომლოს და ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს“- განაცხადა მურუსიძემ.
აღნიშნული მასალებზე საუბრობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც:
„ამ ეტაპზე, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დახურულ სხდომაზე ვნახეთ, შევისწავლეთ მასალები და გადავუგზავნეთ პროკურატურას, მეტ ინფორმაციას მე არ მოგცემთ“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ."
https://old.newposts.ge/?newsid=100137-%E1%...%83%91%E1%83%98 This post has been edited by anachka3 on 2 Apr 2023, 01:12