არც იყო ეგ ამბავი იდეაში როცა ამ ქალაქის მშენებლობა/გაფართოვება დაიწყო რამდენიმე ათეული წლის წინ, მიუხედავად იმისა რომ 1970 წლის გენგეგმა საბჭოთა სტანდარტებით იყო შედგენილი, ისინი პროპორციებს მაინც იცავდნენ ურბანიზაციაში/ქალაქის განაშენიანებაში, გადაიკითხეთ ვისაც არ გჯერათ
https://www.georgianart.ge/index.php/ka/201...1970-1980-.html ძირითადად განუკითხაობა რაც დაიწო განაშენიაბაში არის ბოლო 20 წელი. მშენებლობის უფლებები გიაცა იქ სადაც არ უნდა გაცემულიყო, რამაც გამოიწვია არასწორი გადანაწილება და სატრანსპორტო კოლაფსი. ეს არის რეალურად ჩადენილი დანაშაული ქალაქის წინაშე იმ პირების მიერ ვინც ხელი მოაწერეს ბოლო რამდენიმე ათწლეულში ახალი გენგეგმის დამტკიცებაზე და უგულებელყვეს პროპორციების დაცვა, ხოლო ზოგ შემთხვევაში საერთო არ გაიტვალისწინეს გენგეგმა, ისევე როგორც ბატონი კრახი ერთერთი იქნება მაგ სიაში. თბილისი ვერასოდეს იქნებოდა დიდი გამტარობის ქალაქი მაგრამ დაგეგემარების დროს ერთეული მოსახლის/ფართზე განაწილების პროპორციების დაცვის შემთხვევაში ასეთი კოლაფსი არ მოხდებოდა.
მაგრამ ეხლა უკვე აღარაფერი ეშველება ქალაქს, ამას ვერ გამოასწორებს ვერავინ, კორპუსებს ხომ არ დაანგრევს და სხვაგან ააშენებს, ეს ისეთი შეცდომაა რომელიც ყველამ იცოდა რომ შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ მაგრამ არ აიცილეს იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა ამოიღეს მშენებელმა კომპანეიბმა ქალაქის სამუდამოდ დაზარალების ხარჯზე. გასდიოდათ და აკეთებდნენ და კიდევ გასდით. თანაც კიდევ აშენებენ ქალაქში მაღალ კორპუსებს ისეთ ადგილებზე სადაც სატრანსპორტო გამტარობა უკვე გადავსებულია, ასე რომ შესაძლებელია უარესი მოხდეს.
მერიის ეხლანდელი მცდელობა განტვირთოს ქალაქი ავტომობილების შევიწროებით არის სასოწარკვეთილი გზა რომ როგორმე შეათხელოს ავტომობილები და ამით წლების განმავლობაშ ჩადენილი დანაშაული განაშენიანებაში გადაფაროს ასეთი ხერხით. არ გამიკვირდება თუ საერთოდ რადიკალურ ზომებზეც წავა მერია/მთავრობა გამდის და ვაკეთებ პრინციპით.