REIDIმორიგი ბლა, ბლა ბლა
კონკრეტული პუნქტებით მაქვს ჩაშლილი თემა, რაც გამყარებულია უახლესი ისტორიით და ფაქტებით
შენ კი ისევ სადღეგრძელოების დონეზე საუბრობ
საერთოდ გაგებაში არ ხარ ამერიკის პოლიტიკის
ისევე, როგორც გაგებაში არ იყავი ბრიტანეთის და გერმანიის
ორივეგან მწარედ აცდი რეალობას და უაზროდ მეკამათებოდი
აქაც იგივე
ნუ, აქაც პუნქტობრივად ჩავშლი შენს ბლა, ბლა, ბლას
1. ისის შეიქმნა ობამას დროს ამერიკის პოზიციების მნიშვნელოვნად შერყევის გამო ახლო აღმოსავლეთში და მოედო მთელ ახლო აღმოსავლეთს, ტრამპმა კი მოსვლიდან 1 წელში დედა მოუდღნა და მათ შორის ლიდერი ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაც მოახდინა
ბინ ლადენი კი ალ-ქაედას ლიდერი იყო, სულ სხვა ორგანიზაცია არის
2. სირიიდან ძალები გამოიყვანა კი არა, სწორედ ტრამპის დროს შევიდა დამატებითი ძალები და სრული კონტროლი დაამყარეს ომარის ნავთობის საბადოზე და კონიკოს გაზის საბადოზე(ყველაზე მსხვილი სირიაში და ეზიდებიან რესურსებს). გაიხსნა ალ-ტანაფის ყველაზე მსხვილი ბაზა იორდანია-ერაყის საზღვარზე და დღემდე არიან ამერიკელები სირიაში
+ პუტინის პირად არმიას ვაგნერს დედა მოუდღნეს სირიაში ამერიკელებმა
ასეულობით ვაგნერელი დაანახშირა აშშ-ს ავიაციამ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით და ასეულობით ტომაჰავკი დააყარეს ასადის რეჟიმს
3. ავღანეთიდან კონტიგენტი შეამცირა, მარა იმდენი დატოვა, რომ ეფექტური კონტროლი და ხელისუფლების შენარჩუნება ხერხდებოდა. ბაიდენმა კი სამარცხვინოდ, ფართხაფურთხით გამოიყვანა ჯარი და მსოფლიომ ნახა აშშ-ს პრესტიჟის უდიდესი მარცხი. თალიბამი მოაჯდა ისევ ხელისუფლებას და მილიარდობით იარაღი ჩაიგდეს ხელში
დემოკრატებიც ვერ უარყოფენ, რომ დაუგეგმავი და ნაჩქარევი გამოსვლა იყო
4. ეკონომიკური ზრდის ბუმი იყო ტრამპის დროს
დოუ ჯონსის ინდექსი 16 000 ნიშნულზე იყო როცა მოვიდა და გაზარდა 32 000 ნიშნულამდე
ისტორიაში ყველაზე დიდი ზრდა ინდექსის + ყველაზე დიდი გადასახადების შემცირება, რამაც დაბუსტა ეკონომიკა
მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები
ბენზინის ფასი იყო 2 დოლარზე დაბლა ჩამოსული, ეხლა 4 დოლარსაც კი აცდა
კალიფორნიაში 6 დოლარამდეც კი არის და ა,შ
ბაიდენის დროს კი დოუ ჯონსის ინდექსი(რითის აშშ-ს ეკონომიკას საზღვრავენ) არის 33 500 ნიშნულზე ეხლა ანუ მხოლოდ 1 500 პუნქტით გაიზარდა 2 წელზე მეტ დროში
ეკონომიკა ფართხალებს, ფაქტიურად რეცესიაშია
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფლაცია
მოკლედ დედა მოუდღნა რასაც ქვია და დემოკრატებიც კი ვერ მალავენ კრიტიკას
5. კრიმინალი პრაქტიკულად ისტორიულ მინიმუმზე იყო ტრამპის დროს, ნარკოტიკების შემოდინება იყო მინიმუმზე დასული, საზღვარი ყველაზე მკაცრად კონტროლდებოდა და ა,შ
ეხლა კი სრულიად მოშლილია კონტროლი, ყველა შემოდის ვისაც უნდა
გატენილია ნარკოტიკებით ბაზარი და ყველა იყიდის ვისაც უნდა
50%-ით მომატებულია კრიმინალი, მათ შორის მძიმე დანაშაულებები
6. ტრამპის დროს ისრაელთან იყო ყველაზე ახლო სტრატეგიული ურთიერთობა, ეხლა ყველაზე მეტად გაციებულის
საუდის არაბეთი ყველაზე დიდი პატივით შეხვდა და ყველაზე ახლო ურთიერთობა იყო, ეხლა ჩინეთისკენ გარბის და ირანთან დებს ხელშეკრულებებს
ევროპას მოუწოდებდა შეწყვიტეთ რუსული ენერგორესურსების ყიდვა და გაზარდეთ სამხედრო ბიუჯეტიო
რაშიც 100% მართალი იყო და უკრაინის ომის მერე მოუწიათ იგივე
ირანს ედო ყველაზე ძლიერი სანქციები და რეჟიმი გაკოტრების პირას იყო , ეხლა კი მოშვებულია მარწუხები და იქით აგრესიულ ქმედებებზეა გადასული
ჩინეთს ედო ყველაზე ძლიერი სანქციები და თავდაცვაში იყო. ეხლა კი მოშვებული აქვს მარწუხები და იქით შეტევაზეა გადასული (დედოლარიზაციის კამპანია, ტაივანთან კუნთების თამაში და ა,შ)
მოკლედ
დემოკრატებს სრული ფიასკო აქვთ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში
უკრაინის ომის გაწელვა, სათანადოდ არ დახმარება
ეს ცალკე კატასტროფაა, არადა სრული კარტ-ბლანში ჰქონდა ბაიდენს და დღემდე გაყონული უდევს ლენდ-ლიზი და გაუგებარია რას ელოდება
არასოდეს არ ვყოფილვარ ტრამპის მომხრე და არც ვიქნები
რადგან არ მიყვარს პოპულისტი პოლიტიკოსები, რის გამოდაც იგივე ჯონსონის წინააღმდეგი ვარ (სხვათაშორის ტრამპის საუკეთესო მეგობარი იყო ევროპაში და “ბრიტანელი ტრამპს” ეძახიან)
მარა ეს იმაას არ ნიშნავს დეზინფორმაცია ვიმეორო
ტრამპიც კი ანუ ყველაზე ცუდი რესპუბლიკელი იყო გაცილებით ეფექტური, ვიდრე დემოკრატები არიან
პუტინმა კი ერთი მეტრით ვერ წაიწია წინ ტრამპის დროს ვერსად, დემოკრატების დროს(კლინტონი, ობამა, ბაიდენი) ყველაზე დიდი ბენეფიტები მიიღო
ფაქტები და უახლესი ისტორია ამბობს ამას
მე კი ვარ რესპუბლიკური პარტიის ქორების ფრთის(ყველაზე რადიკალი) მომხრე და ამას არსად არ ვმალავ
ამ კონკრეტულ არჩევნებზე კი დესანტისის მხარეს ვარ და არა ტრამპის
მარა ვიმეორებ
ყველაზე ცუდი რესპუბლიკელიც კი მირჩევნია დემოკრატებს
დემოკრატებზე საშინელი ძალა არ არსებობს
ყელშია უკვე ეს მათი
ულტრა-ლიბერალიზმი, შავების უფლებები, ლგბტ პროპაგანდა, პაციფიზმი და ათასი სირობა
დემოკრატიულმა პარტიამ დიდი ხანია გადაუხვია მის იდენტობას
ამიტომ სამხედრო ვეტერანების 90% რესპების მომხრეა და ბევრი პოლიტიკოსი ყავთ რესპებს ყოფილი სამხედროები, უშიშროების თანამშრომლები და ა,შ
მე მსოფლიოს ჰეგემონი, რადიკალური და ხისტი საგარეო პოლიტიკის მქონე ამერიკა მინდა(რეიგანის დოქტრინა) და არა ჩმორი და კუანა (ბაიდენი რაც არის, ობამა რაც იყო და ა,შ)
სულ სირზე მკიდია დემოკრატების “ლიბერალიზმის და დემოკრატიის ექსპორტის” და “რბილი ძალის” საგარეო პოლიტიკა
რაც საბოლოო ჯამში დამანგრეველია აშშ-ს პრესტიჟისთვის და პოზიციებისთვის
და ვხედავთ კიდეც ჩინეთის მნიშვნელოვან ზრდას ამ ფონზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 26 Apr 2023, 18:37