პირველი, არანაირი ბირთვული ომი არ იქნება, რადგან ერთი ქობინიც რომ აფეთქდეს იქნება სრული კატასტროფა და ამას არავინ არ დაუშვებს
რუსეთის და აშშ-ს არსენალში კი არის იმაზე 5-ჯერ უფრო ძლიერი მუხტის მქონე ბომბები, ვიდრე ჰიროსიმაში აფეთქდა და უბრალოდ წარმოიდგინეთ კატასტროფის მაშტაბი ერთი ბომბის აფეთქების შემთხვევაში
ორივე ქვეყანას კი ათასობით ქობინი აქვს
მეორე, არავინ არ ვიცით რეალურად სახელმწიფოების ბირთვულ პოტენციალზე. ერთია რა წერია ფურცელზე და მეორეა რა იქნება რეალობაში
მესამე, ვერცერთი ქვეყანა მათ შორის აშშ სრულად ვერ გაანეიტრალებს საფრთხეს ანუ ყველა რაკეტას ვერ გადაიჭერს. სანამ ერთი ქობინის გაპარვის საფრთხე არსებობს, არავინ არ გარისკავს ბირთვულ ომს
მოკლედ, აქ წერა ამ საკითხზე და რამის მტკიცება არის უშედეგო და უბრალოდ სპეკულაცია
რადგან, ვიმეორებ
არავინ არ ვიცით რეალურად რა ბირთვულ შესაძლებლობებს ფლობს
აშშ, რუსეთი ან ჩინეთი
ეს არის ყველაზე დახურული და გასაიდუმლოებული საკითხი
პ.ს ასეთი ომი თუ იქნა, არავინ შახტების ძებნას არ დაიწყებს
მხარეები შეეცდებიან ერთმანეთს ყველაზე დიდი და მტკინვეული დარტყმები მიაყენონ
სამიზნეში იქნება მსხვილი ქალაქები, დედაქალაქები, სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრები, პორტები და ა,შ
წინასწარ იქნება უკვე ყველა პოტენციული სამიზნე ამოღებული მიზანში
მარა ვიმეორებ
ბირთვული ომის შანსი 0. 0001% არ არის რეალობაში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 11 Apr 2023, 11:17