მიხეილ სააკაშვილის საქმეზეევროსასამართლოში საჩივარი გუშინ გაიგზავნა და ჩვენი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ითხოვს მისი დარღვეული უფლებების აღდგენასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადებას.
საჩივარზე დართულია სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
შესაძლებელია დასჭირდეს რამდენიმე საათი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ეს არის ძალიან რთული პროცესი -
აუცილებელია მიშას განთავისუფლება
ყველგან ძალიან ელიან––საქართველოში უკრაინაში პოლონეთში
ყველას ძალიან სჭირდება მიშა––––პოლონეთსაც და განსაკუთრებით უკრაინას:
11.04.2023 / 10:12
მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს
14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.
„ვარშავაში დაჯილდოებაზე მიწვეული არიან დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის წამება და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ადამინის უფლებათა დაცვის კონვენციას ეწინააღმდეგება.
უწყება "ქართულ ოცნებას" მოუწიდებს გადადოს მიხეილ სააკაშვილის განაჩენის აღსრულება და ის სამკურნალოდ მესამე ქვეყანას გადასცეს.
„სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას. საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება არის წამება და უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელისთვის სიცოცხლის უფლების წართმევა, რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამება, გადადოს განაჩენის აღსრულება და სააკაშვილი გადასცეს მესამე ქვეყანას - მისი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით“ - ნათქვამია უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებაში.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/...ekanas-ukrainis