13.04.2023 / 19:26
ალექსეი ნავალნი ქართველების მიმართ „დამამცირებელი ეპითეტისთვის“ ბოდიშს იხდის და საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქართველების მიმართ „დამამცირებელი ეპითეტისთვის“ ბოდიშს იხდის და საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ იგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“მინდა მიხეილ სააკაშვილზე ვთქვა. მას არ ვიცნობ და არასდროს არ შევხვედრივარ. მისი გუნდიდან არავის არ ვიცნობ და არავის არ უთხოვია ეს პოსტი დამეწერა.
ჩემი სირცხვილია, ძალიან სუსტად წარმომიდგენია ქართული პოლიტიკა და შემიძლია რამე ისე არ ვთქვა.
საკუთარი კიდევ უფრო დიდი სირცხვილისთვის, მე როგორღაც იმის გავლენის ქვეშ, რომ ჩემი ამხანაგი ცხინვალში დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველებისადმი დამამცირებელი ეპითეტით. ამისთვის ბოდიში მოვიხადე და კვლავ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ჩემ მოსაზრებას საქართველოში არც ისე დიდი წონა აქვს.
ამისდა მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე დამეწერა, როგორც ადამიანსა და ქრისტიანს, რადგან რთულია ამის ყურება.
სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება, და მიმდინარე რამ მთლიანად საქართველოსთვის ცუდია, და ამაში რამე კარგი იმათთვისაც არ არის, ვინც სააკაშვილის ციხეში ყოფნა მის სიკვდილამდე სურთ.
საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც აყვავებისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება.
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, აი, ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ევროპულ არჩევანს ურტყამს, განვითარებას ურტყამს, ნორმალური მომავლის შანსებს ამცირებს. მორალურ მდგომარეობას ამცირებს და ქვეყანას სიბრაზით ავსებს”, - წერს ნავალნი.
ქოცებო ნაქოცრებო და შუაშისტებო(კრიპტო ქოცებო)ცოტა ხო არ გაგიტყდათ?
ინსუნაციებისგან თავის დასაზღვევად––
მაინც მოვუდღან ნავალნის ღორუსი დედის ტრაკი