არ არის მთლად ასე.
აგერ ოსტინში ერთი "წაი-ქართველებსავით" რესტორანია და რუსულენოვანს ვერ ნახავ, სულ ჰიპსტერები ტასაობენ და იმენა მაგიდას 1 საათი უნდა ელოდო.
სან დიეგოშიც იყო "მო-ქართულო" რესტორანი, პოლონელი შეფი იყო ვიღაც ქართველის რეცეპტების წიგნით ჩალიჩობდა, ეგეც სავსე იყო ამერიკელებით, რუსულ-ენოვანები და ქართეველები ძირითად მასაში არ დადიოდენ. ეგეც წარმატებული რესტორანი იყო, ორი გახსნა მერე იგივე მენიუთი. ერთი მაგარი გოგო ყავდათ მიმტანი რაც მე მაგას ვეჩალიჩე, მარა ....

იმ გოგოს და მის ქმარს დაუტოვა ერთი რესტორანი მფლობელმა.
ამერიკაში ქართული საჭმელი მაგარი პოპულარულია. მე ვფიქრობ, მომავალ 10-15 წელიწადში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ეთნიკური სამზარეული იქნება აი ჩინურის და იტალიურის დონეზე. ინდურს გადაუჯოკრავს იმიტომ რომ ბევრი მსგავსება აქვს უბრალოდ ინდური საჭმელი ძალიან აგრესიული სუნისაა როგორც ჭამის დროს ისე ჭამის მერე, ჩვენსას რომ შეჭამ საჭმლის სუნი არ აგდის.
მე რომ ხაჭაპურს, ჩანახს, ჩაქაფულს, ბაჟეს, ლობიოს (იმერულს, ამოლესილს), ღომს ნიგვზიანი ხარჩოთი, ჩიხირთმას (ეს განსაკუთრებით ყველას მაგრად ევასება) ვაკეთებ ეგრევე 10-12 კაცი იკრიბება ჩემთან სახლში.
მწვადზე ხომ საერთოდ, ტეხასელები მეხვეწებიან ქართული ბარბიქიუ გვასწავლეო. ჩვენებურად შემწვარი ღორის ხორცი და ბატკნის ხორცი მაგრად ევასებათ. შემწვარ საქონლის ხორცში წავიკოჭლებთ, აქ სტეიკების შეწვის ტექკნიკა საერთოდ სულ სხვა დონეზია.
ჩვენებური კატლეტები ევასებათ. მეტიც, მე როცა გორული კატლეტი გავაკეთე (ეგ უფრო ტაფაზე შემწვარი ქაბაბია ვიდრე კლასიკური კატლეტი) იმენა რუსები და უკრაინელები მეხვეწებოდენ რეცეპტს, ასეთი წვნიანი როგორ გამოგდისო.
ჩახოხბილი და ყალია მაგრად ევასებათ. ხინკალი ხომ საერთოდ მაგარი პოპულარულია.
ჩვენებური პური სადაც ცხვება ყველგან რიგებია. მაგრად ევასებათ ჩვენი თონის პური.
მე მაგრად მომწონს ხბოს ხაშლამა, ამერიკელებს ისე რა. არა და მე ხაშლამაზე მაგრად ვკაიფობ ხოლმე.
ეხლა კვირას ვაკეთებ ჩაქაფულს, მწვადს შევწვავთ, ხაჭაპურს, შემწვარ კარტოფილს და შქმერულს Cornish Hen-ით უმაგრესი გამოდის. 16 ადამიანი ვიქნებით და როგორც მინიმუმ 4 წიწილის შეწვა მომიწევს შქმერულისთვის.
ჩაქაფულს ვაკეთებ ტომატიოთი და თავს დავდებ ტყემალსაც და ალუჩასაც თუ არ ჯობდეს ჩაქაფულისთვის. ცეცხლზე რომ ვამზადებ გარეთ, მთელი სამეზობლო ჯამებით მადგება ხოლმე. ჩაქაფული მაგრად დაამუღამეს.
ქართული სამზარეულო უძლიერესია! თან ეხლა ახალი თაობის შეფები მოდიან საქართველოში და ძალიან საინტერესო კერძების დამზადება დაიწყეს, ევროპული ტექნიკით მაგრამ ქართული გემოთი და საკმაზებით. აი მაგრად აიწევს ქართული კულინარიის დონე მომავალ 10 წელიწადში.